მარბიელი
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია გამართვას საჭიროებს. |
მარბიელი — ფეოდალური ქვეყნის ლაშქარი ან ლაშქრის ნაწილი, რომელიც შეესეოდა დამარცხებულ ქვეყანას ან მშვიდობიან ვითარებაში მოულოდნელად დაეცემოდა და დაარბევდა მას ალაფისა და ტყვეების ხელში ჩასაგდებად, ზოგჯერ კი — ტაქტიკური განზრახვით. მაგ., ბაგრატ IV-ის მეფობაში სპარსელთა ლაშქარი „უგრძნეულად მოვიდა და შემუსრა კანგარი და თრიალეთი, და დღესა ერთსა მარბიელმან მისმან მიუწია ყუელის ყურსა, გარდავიდა შავშეთს“. თამარ მეფის მხედრებმა „ილაშქრეს ქვეყანასა კარისა და კარნიფორისასა, და მოარბიეს ვიდრე ბასიანამდის და გამარჯვებულნი და აღვსილნი შემოიქცეს“.
ლიტერატურა
რედაქტირება- შაიშმელაშვილი ი., ქსე, ტ. 6, გვ. 429, თბ., 1983