მანჰაიმის სკოლა
მანჰაიმის სკოლა (გერმ. Mannheimer Schule) — გერმანული შემოქმედებითი და საშემსრულებლო მიმართულება, რომელიც მოიცავს მანჰაიმის კარის ორკესტრის მიერ XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოყალიბებულ საორკესტრო ტექნიკასა და ასევე თავად კომპოზიტორთა ჯგუფს, რომლებიც ასეთ მუსიკას ქმნიდნენ მანჰაიმისა თუ სხვა ორკესტრებისთვის.
ისტორია
რედაქტირება1720 წელს მანჰაიმში გადმოსვლისას ორკესტრს უკვე გაცილებით დიდი გუნდი ჰყავდა, ვიდრე რომელიმე მეზობელ ქვეყანას. ორკესტრი ამ პერიოდიდან კიდევ უფრო იზრდება და მის რიგებში უკვე ამ პერიოდის საუკეთესო ვირტუოზები არიან. 1741 წელს მას უერთდება იოჰან სტამიცი, რომელიც მანჰაიმის სკოლის დამფუძნებლად ითვლება, 1750 წელს კი იგი ამ ორკესტრის დირექტორი ხდება.
მანჰაიმის რევოლუციურ ტექნიკათა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სასულე ინსტრუმენტებისადმი უფრო დამოუკიდებელი მიდგომა და მისი განთქმული მთელი ორკესტრის კრეშენდო, რაც მკვეთრ კონსტრასტში იყო ბაროკოს მუსიკის დინამიკასთან, რომელიც ერთბაშად მხოლოდ ფორტედან პიანოზე და პირიქით გადასვლის უფლებას იძლეოდა.
მანჰაიმის სკოლის წევრები იყვნენ იოჰან შტამიტცი, ფრანც ხავერ რიხტერი, კარლ შტამიცი და კრისტიან კანაბიხი. მათმა მოღვაწეობამ პირდაპირი ზეგავლენა მოახდინა იმდროინდელ უმთავრეს სიმფონისტებზე, მათ შორის იოზეფ ჰაიდნსა და ლეოპოლდ ჰოფმანზე. კანაბიხი, რომელიც ორკესტრის დირექტორი გახდა შტამიცის გარდაცვალების შემდეგ, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის კარგი მეგობარი იყო, ამ უკანასკნელის 1777 წელს მანჰაიმის მონახულების შემდეგ.
ლიტერატურა
რედაქტირება- Bärbel Pelker: Mannheimer Schule. In: Ludwig Finscher (Hrsg.): Die Musik in Geschichte und Gegenwart. Zweite Ausgabe, Sachteil, Band 5 (Kassel – Meiningen). Bärenreiter/Metzler, Kassel u. a. 1996, ISBN 3-7618-1106-3, Sp. 1645–1662 (Online-Ausgabe, für Vollzugriff Abonnement erforderlich)
- Bärbel Pelker: »Die kurpfälzische Hofmusik in Mannheim und Schwetzingen (1720–1778)«, in: Süddeutsche Hofkapellen im 18. Jahrhundert. Eine Bestandsaufnahme, hg. von Silke Leopold u. Bärbel Pelker, Heidelberg: Heidelberg University Publishing, 2018 (Schriften zur Südwestdeutschen Hofmusik, Band 1), S. 195–366 (Online-Ausgabe)