მანუელ ონვუ
მანუელ ონვუ ვილიაფრანკა (დ. 11 იანვარი, 1988, ტუდელა) — ესპანელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. 2019 წლიდან თამაშობს ინდოეთის სუპერლიგის მონაწილე ქალაქ ბენგალურუს ამავე სახელწოდების მქონე საფეხბურთო კლუბ „ბენგალურუს“ შემადგენლობაში.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | მანუელ ონვუ ვილიაფრანკა | ||
დაბადების თარიღი | 11 იანვარი, 1988 | ||
დაბადების ადგილი | ტუდელა, ესპანეთი | ||
სიმაღლე | 185 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ბენგალურუ | ||
ნომერი | 19 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2002–2006 | ტუდელანო | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2006–2007 | ტუდელანო | ||
2007–2012 | ოსასუნა B | 106 | (23) |
2007–2008 | → ირუნია | 36 | (19) |
2008 | → ალსირა | 4 | (1) |
2012–2015 | ოსასუნა | 31 | (2) |
2015 | დინამო თბ. | 10 | (3) |
2015–2016 | ლეიდა | 24 | (10) |
2016–2018 | ლორკა | 41 | (9) |
2019– | ბენგალურუ | 2 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 19 მაისი, 2019 |
კარიერა
რედაქტირებაფეხბურთის თამაში დაიწყო ვალტიერის საფეხბურთო კლუბ „ვალტიერანოში“. 2002 წელს გადავიდა მშობლიური ქალაქის კლუბ „ტუდელანოში“, რომლის ასაკობრიც კლუბშიც ითამაშა 2006 წლამდე, ამავე წელს შედგა მისი დებიუტი პროფესიონალურ ფეხბურთში, „ტუდელანოს“ ძირითადი გუნდის შემადგენლობაში, რომელიც ესპანეთის დონით მეოთხე ჩემპიონატში გამოდიოდა. შემდეგ წელს ხელი მოაწერა კონტრაქტს ასევე ნავარის ქალაქის, პამპლონას კლუბ „ოსასუნასთან“. 2012 წლამდე გამოდიოდა „ოსასუნას“ მეორე გუნდის რიგებში, 2-ჯერ იყო იჯარის წესით განათხოვრებული დაბალი დონის ლიგაში მოასპარეზე კლუბებში.
2011–12 წლების სეზონში, ესპანეთის დონით მესამე ჩემპიონატში მოასპარეზე „ოსასუნას“ მეორე გუნდის მაისურით 30 მატჩში შეძლო 11 გოლის გატანა. 2012 წლის 11 მატს შედგა მისი დებიუტი მთავარ გუნდში, რომელიც პრიმერა დივიზიონში გამოდიოდა, ბილბაოს „ატლეტიკის“ წინააღმდეგ მოგებულ მატჩში (2:1),[1] ონვუმ 67-ე წუთზე ნინო შეცვალა.[2] 2 მატჩის შემდეგ, „ლევანტეს“ წინააღმდეგ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 71 წუთი დაჰყო.[3][4] 2012-13 წლების სეზონში „ოსასუნა“ პრიმერა დივიზიონიდან დაქვეითდა, 2014-15 წლების სეზონის პირველ ნახევარში 9 სეგუნდა დივიზიონის მატჩი ჩაატარა (მხოლოდ 1 ძირითად შემადგენლობაში) და 1 გოლის გატანა შეძლო.
2015 წლის იანვარში, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, კონტრაქტი გააფორმა თბილისის „დინამოსთან“,[5] ონვუ გუნდს 26 იანვარს თურქულ შეკრებაზე შეუერთდა.[6]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Bilbao brought back to earth დაარქივებული 2013-01-02 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links; ESPN Soccernet, 11 მარტი, 2012
- ↑ ინფორმაცია მატჩის შესახებ Soccerway-ზე, ოსასუნა 2:1 ატლეტიკი ბილბაო
- ↑ Euro dream alive for Osasuna დაარქივებული 2013-01-02 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links; ESPN Soccernet, 25 მარტი, 2012
- ↑ ინფორმაცია მატჩის შესახებ Soccerway-ზე, ლევანტე 0:2 ოსასუნა
- ↑ ახალი ესპანელი "დინამოში" - მანუელმა "ოსასუნასთან" კონტრაქტი გაწყვიტა, საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 27 იანვარი, 2015.
- ↑ პირველი ვარჯიში ანტალიაში, „დინამოს“ ოფიციალური საიტი, 26 იანვარი, 2015.