მანუელ დვალიშვილი

ქართველი თერაპევტი (დ. 1928)

მანუელ სამუელის ძე დვალიშვილი (დ. 23 დეკემბერი, 1928, სოფ. სულორი, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი) — ქართველი თერაპევტი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1984), პროფესორი (1999), საქართველოს დამსახურებული ექიმი (1979).

მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი (1953). 1953 წლიდან მუშაობდა ბორჯომში, სანატორიუმ „ლიკანში“ სხვადასხვა თანამდებობაზე, მ. შ. 1979-1993 და 1995-1997 წლებში მთავარი ექიმის პოზიციაზე. 1997-2008 წლებში იყო სააქციო საზოგადოება სანატორიუმ „ლიკანის“ დირექტორი, 2008 წლიდან — კონსულტანტი. გამოქვეყნებული აქვს არაერთი ნაშრომი, მ. შ. 9 სახელმძღვანელო და 4 მონოგრაფია.

ლიტერატურა

რედაქტირება