მამიხლაპინატანა — სიტყვა, რომელიც მომდინარეობს ცეცხლოვანი მიწის არქიპელაგიდან, იაგანური ენიდან. სიტყვა შესულია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც „ყველაზე ლაკონიური სიტყვა“, ვინაიდან მიჩნეულია, რომ ყველაზე რთულად სათარგმნია. იგი ნიშნავს „უყურო ერთმანეთს იმ იმედით, რომ რომელიმე მხარე დასთანხმდება გააკეთოს ის, რაც ორივეს უნდა, მაგრამ არ გააკეთებს“.[1]

  1. Peter Matthews, Norris McWhirter. The Guinness Book of Records 1994, გვ. 392. ციტირების თარიღი: 20 June 2011.