მამია ილიას ძე დგებუაძე (დ. 4 აგვისტო, 1927, სოფ. დიდი ჭყონი, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი, — გ. 16 ივლისი, 2011, თბილისი) — ქართველი ფიზიოთერაპევტი, კურორტოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1972), პროფესორი (1974), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1976).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი (1952). მუშაობა დაიწყო ამავე ინსტიტუტის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კათედრაზე (1974–1998 წლებში იყო კათედრის გამგე, 1998 წლიდან კათედრის პროფესორი). შეისწავლიდა რევმატიულ და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებათა ფიზიოთერაპიული მეთოდებით მკურნალობის საკითხებს და სხვ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).

ლიტერატურა

რედაქტირება