მამე მადიორ ბოიე
მამე მადიორ ბოიე (ფრანგ. Mame Madior Boye, დ. 7 დეკემბერი, 1940, სენ-ლუი, სენეგალი) — სენეგალელი პოლიტიკოსი, სენეგალის პრემიერ-მინისტრი 2001-2002 წლებში. სენეგალის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი.
მამე მადიორ ბოიე | |
სენეგალის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 მარტი, 2001 – 4 ნოემბერი, 2002 | |
პრეზიდენტი | აბდულაი ვადი |
წინამორბედი | მუსტაფა ნიასე |
მემკვიდრე | იდრისა სეკი |
დაბადებული | 7 დეკემბერი, 1940 სენ-ლუი, სენეგალი |
პოლიტიკური პარტია | სენეგალის დემოკრატიული პარტია |
განათლება | შეიხ-ანტა-დიოპის უნივერსიტეტი |
რელიგია | ისლამი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამამე მადიორ ბოიე დაიბადა 1940 წელს[1] სენ-ლუიში, იურისტების ოჯახში. ისევე როგორც მისმა სამმა ძმამ, მამემაც მიიღო იურიდიული განათლება დაკარში და პარიზში. შემდეგ მუშაობდა სენეგალის იუსტიციის სამმართველოში, ეკავა პროკურორის მოადგილის, მოსამართლისა და რეგიონალური სასამართლოს პირველი ვიცე-პრეზიდენტის, ასევე სააპელაციო სასამართლოს პალატის პრეზიდენტის თანამდებობა. ბოიემ დააარსა სენეგალის იურისტთა ასოციაცია და იყო მისი პირველი პრეზიდენტი 1975-1990 წლებში.[1] 1978-1998 წლებში ბოიეს ეკავა ქალი-იურისტების საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. აბდუ დიუფის პრეზიდენტობის დროს ბოიეს არაერთხელ შესთავაზეს მაღალი თანამდებობები, მაგრამ იგი ყოველ ჯერზე უარს ამბობდა.[2]
2000 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში აბდულაი ვადის გამარჯვებისთანავე დანიშნეს იუსტიციის მინისტრად.[3][4] მალევე პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის კონფლიქტის შედეგად გადადგა პრემიერი. 2001 წლის 3 მარტს პრეზიდენტმა მის შემცვლელად დანიშნა მამე ბოიე. მისი დანიშვნიდან ორ თვეში უნდა გამართულიყო საპარლამენტო არჩევნები, მანამდე 30-ზე მეტმა ქალთა უპარტიო ორგანიზაციამ მოაწყო კამპანია, რომლის დროსაც მოითხოვდნენ მთავრობაში ქალების რაოდენობის გაზრდას, რაც შეიძლება გამხდარიყო იმ დროს უპარტიო ბოიეს დანიშვნის ერთ-ერთი მიზეზი.[5]
2002 წლის 4 ნოემბერს ბოიეს მთავრობა დაიშალა და თავად ბოიე გადადგა თანამდებობიდან, რისი მიზეზიც უნდა გამხდარიყო ბოიეს განცხადება გემ „ჯულას“ ჩაძირვასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც დაიღუპა 1863 ადამიანი.[6] აღნიშნულთან დაკავშირებით 2008 წელს ფრანგმა მოსამართლემ ბოიეს დაკავების ორდერი გასცა.[7] სენეგალის მთავრობამ მის ექსტადიციაზე უარი განაცხადა.[8] 2009 წელს პარიზის სააპელაციო სასამართლომ ბოიეს დაკავების ორდენი გააუქმა.[9]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 «Mame Madior Boye», Jeune Afrique, August 13, 2007 (ფრანგული).
- ↑ Skard, Torild (2014) «Mame Madior Boye» in Women of power — half a century of female presidents and prime ministers worldwide, Bristol: Policy Press, ISBN 978-1-44731-578-0
- ↑ «Who’s Who», Senegal: Les Hommes de Pouvoir, number 5, Africa Intelligence, 17 July 2001 (ფრანგული).
- ↑ «New Senegalese government in place» დაარქივებული 2006-06-15 საიტზე Wayback Machine. , AFP, April 4, 2000.
- ↑ Diadie Ba, «Senegal’s first woman premier appointed», Reuters, March 4, 2001.
- ↑ «Report blames army for delay in Joola rescue», IRIN, November 6, 2002.
- ↑ «French judge issues warrants over Senegal ferry disaster: lawyer» დაარქივებული 2008-09-15 საიტზე Wayback Machine. , AFP, 12 September 2008.
- ↑ «Senegal to prosecute French judge over ferry disaster» დაარქივებული 2011-05-20 საიტზე Wayback Machine. , AFP, 19 September 2008.
- ↑ Malick Ciss, "Dossier du naufrage du bateau " Le Joola « — les mandats d’arrêt internationaux contre mame madior boye et cie annulés», Le Soleil, 17 June 2009 (ფრანგული).