მამაკაცთა საერთაშორისო დღე

მამაკაცთა საერთაშორისო დღე [(International Men's day (IMD)] — ყოველწლიური დღესასწაული, რომელიც აღინიშნება 19 ნოემბერს. ის დაარსდა 1992 წლის 7 თებერვალს პროფესორ თომას ოსტერის ინიციატივით. ამ დღის დაწესების მიზანი იყო საზოგადოების მიერ ყურადღების მიქცევა მამაკაცების მიმართ გენდერულ დისკრიმინაციასა და სქესთა თანასწორობაზე; მამაკაცებისა და ჭაბუკთა ჯანმრთელობის ზრუნვაზე; აგრეთვე ოჯახში მამაკაცების დადებით გავლენასა და ბავშვთა აღზრდაზე.

ამჟამად ეს დღე აღინიშნება 70 -ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის არის აშშ, კანადა, ავსტრალია, დასავლეთ და ცენტრალური ევროპის სახელმწიფოები, აფრიკისა და აზიის განვითარებადი ქვეყნები. მამაკაცთა საერთაშორისო დღეს მოსდევს ბავშვთა საყოველთაო დღე, რომელიც მეორე დღეს, 20 ნოემბერს აღინიშნება.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება