მალპიგის მილაკები
მალპიგის მილაკები — მწერების გამომყოფი სისტემაა, რომლებიც ერთი ბოლთი სხეულის ღრუს სითხეშია ჩაფლული. სითხიდან დაშლის პროდუქტები მილაკში ხვდება. მეორე ბოლოთი მილაკები ერთმანეთს უერთდება და მწერის სწორ ნაწლავში იხსნება. ნივთიერებათა ცვლის პროდუქტები და მოუნელებელი საკვები გამოიყოფა ერთად. ეს მხოლოდ იმიტომ ხდება ასე , რომ მალპიგის მილაკებს დამოუკიდებელი გამომტანი ხვრელი არ აქვს.
წყარო
რედაქტირება- "ბიოლოგია" სახელმძღვანელო მე-7 კლასელთათვის. თბილისი. 1998. გვ -168 - ავტორები: პროფ. გ.თუმანიშვილი, ბიომეცნ. დოქ. ი.ლაზრიშვილი, პროფ. ნ. მითაგვარია, დოც. ი .ქორქია, პროფ. გ. ღვალაძე, პროფ. ს .ცაგარელი.