მალო-კონიუშენის ხიდი

მალო-კონიუშენის ხიდი (რუს. Мало-Конюшенный мост) — ხიდი სანქტ-პეტერბურგში მდინარე მოიკაზე. მდებარეობს ცენტრალურ რაიონში. აკავშირებს საადმირალოს პირველ კუნძულსა და სპასკის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა - 42,8 მეტრი, სიგანე - 20 მ.

მალო-კონიუშენის ხიდი
Мало-Конюшенный мост
კოორდინატები 59°56′29″N 30°19′49″E / 59.941472° ჩ. გ. 30.330222° ა. გ. / 59.941472; 30.330222
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
ტიპი საფეხმავლო
სიგრძე 42,8 მ
სიგანე 20 მ
გახსნის თარიღი 1730
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810699010

მდებარეობა

რედაქტირება

ხიდი მდებარეობს ისტორიული ადგილების ცენტრში. იქ სადაც გრიბოედოვის არხი უკავშირვება მდინარე მოიკას.

უახლოესი მეტროსადგურია — „ნევის პროსპექტი“ (700 მ.).

სახელწოდება

რედაქტირება

სახელწოდება მიიღო ახლოს მდებარე საიმპერატორო თავლის გამო.

პირველი ხის ხიდი თანამედროვე მალო-კონიუშენის ხიდის ადგილზე ააგეს ჯერ კიდევ 1716 წელს. მოგვიანებით იგი განათავსეს ბაღის მეორე ხიდის სიახლოვეს.

ორი ხიდი ამ ადგილზე ააგეს 1730-იანი წლების დასასრულს, ანა იოანეს ასულის მეფობის პერიოდში: პერვო-კონიუშენის ხიდი გადაჭიმეს მდინარე კრივუშუზე (მოგვიანებით გრიბოედოვის არხი), ხოლო მალო-კონიუშენის ხიდი - მდინარე მოიკაზე. ორივე მათგანი იყო ხის სამმალიანი და გასახსნელი ხიდი. 1770 წელს პერვო-კონიუშენის ხიდს უწოდეს თატრის ხიდი.

XIX საუკუნის დასაწყისში შეიმუშავეს რამდენიმე პროექტი ხის ხიდების მეტალის ხიდებად გადაკეთების შესახებ. ახალი თუჯის ხიდების მშენებლობის პროექტები 1807-1829 წლებში შეიმუშავეს არქიტექტორ უილიამ გესტესა და ინჟინერ ე. ა. ადამის მონაწილეობით.

ხიდები ააგეს 1829-1830 წლებში ვ. კ. ტრეტერის ხელმძღვანელობით, რომლის საბოლოო პროექტი შეიმუშავა ე. ა. ადამმა. ორივე ახალ ხიდს ჰქონდა ერთი მალა.

1952 წელს მიმდინარე რესტავრაციის დროს აღადგინეს ფანარები და მოაჯირები. უკანაკნელად ხიდების ანსამბლის რესტავრაცია წარიმართა 2001 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Лоханов Г. И., Предыстория строительства Малоконюшенного и Театрального мостов в Ленинграде, в кн.: Вопросы истории, теории и практики архитектуры, Л., 1985, с. 59—65;
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 170. — 511 с.
  • Бунин М. С., Мосты Ленинграда, Л., 1986, с. 189—93.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 117. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
  • Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 71. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება