მალდივის რესპუბლიკის ტურიზმი

ტურიზმი მალდივის რესპუბლიკის ყველაზე დიდი ეკონომიკური ინდუსტრიაა. ტურიზმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს საერთაშორისო შემოსავლების მიღებაში და ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას ქვეყნის მესამეულ სექტორში.

მალდივის რესპუბლიკის ერთ-ერთი კუნძული-კურორტი

მალდივის რესპუბლიკაში ტურიზმი 1972 წლიდან იწყება. 1960-იან წლებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მალდივის კუნძულებზე გაგზავნილმა მისიამ კუნძულების არასათანადო მდგომარეობის მიზეზით ტურიზმის განვითარების შეუსაბამოდ მიიჩნია. მიუხედავად ამისა, 1972 წელს მალდივებზე პირველი კურორტის დაარსებისთანავე მალდივის რესპუბლიკის ტურიზმი აღორძინდა. კუნძულზე პირველი ტურისტული ჯგუფი 1972 წლის თერბერვალში ჩავიდა. თავდაპირველად კურორტზე ორი გამაჯანსაღებელი ცენტრი მდებარეობდა, რომლებშიც 280 საწოლი იყო განთავსებული: Kurumba Island Resort - პირველი ცენტრი იყო, რომელიც მალდივებზე გაიხსნა, შემდეგ კი Bandos Island Resort გაიხსნა. 2009 წელს კუნძულებზე ადგილობრივებმა სასტუმრო სახლების (guesthouse) გახსნა დაიწყეს, რაც ოფიციალური რეგულაციების შეცვლის წყალობით მოხდა, რომლის წყალობითაც ტურისტებს არა მხოლოდ კერძო საკუთრებაში მყოფ ცენტრებსა და სასტუმროებში, არამედ ადგილობრივ მოსახლეობასთან დარჩენის უფლებაც ეძლევათ. 2015 წელსმალდივის კუნძულებს 1.2 მილიონი ტურისტი ეწვია, ხოლო 2016 წელს ქვეყანა 1.5-მა მილიონმა ტურიტმა მოინახულა.[1]

2018 წლისთვის მალდივის კუნძულებზე 130 ტურისტული ცენტრია. უცხოური დეველოპერების: Waldorf Astoria, Movenpick, Pullman and the Hard Rock Café Hotel, პროექტები სასტუმრო ოთახების ტევადობის გაზრდისთვის ახალ სამშენებლო ღონისძიებებს მართავენ. ველანას საერთაშორისო აეროპორტის ექსტენსიური განახლებები კი 2019 და 2020 წლებისთვის 7.5 მილიონი ვიზიტორის მიღების შესაძლებლობას მისცემს.[2]

ტურიზმის სექტორში დასაქმებულები და დამსაქმებლები

რედაქტირება

ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულებს მალდივის რესპუბლიკის ტურიზმში დასაქმებულთა ასოციაცია წარმოადგენს. ასოციაცია დავობს იმასთან დაკავშირებით, რომ ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულ 25 000 მუშას ცუდი პირობები და დაბალი ხელფასი აქვს (80-დან 235 აშშ დოლარამდე თვეში).[3] დამსაქმებელთა ორგანიზაცია ცნობილია როგორც მალდივის რესპუბლიკის ტურიზმის ინდუსტრიის ასოციაცია.

ჩამომსვლელთა რაოდენობა ქვეყნების მიხედვით

რედაქტირება
 
ტურიზმის ზონა

მალდივის კუნძულებზე ტურისტები შედარებით მცირე ხნით ჩადია, ძირითადად შემდეგი ქვეყნებიდან:[4][5][6]

უცხოელ ტურისტთა მოწინავე ათეული 2011-2017 წლებში
ადგილი ქვეყანა 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011
1 ჩინეთი 306,530 324,326 359,514 363,626 331,719 229,550 198,655
2 გერმანია 112,109 106,381 105,132 98,328 93,598 98,351 90,517
3 გაერთიანებული სამეფო 103,977 101,843 92,775 88,704 85,869 91,776 104,508
4 იტალია 88,848 71,202 65,616 57,862 57,854 62,782 83,328
5 ინდოეთი 83,019 66,955 52,368 45,587 38,014 31,721 30,978
6 რუსეთი 61,931 46,522 44,323 66,308 76,479 66,378 63,936
7 საფრანგეთი 42,365 40,487 42,024 50,656 54,328 56,775 59,694
8 იაპონია 41,133 39,894 39,244 38,817 39,463 36,438 35,782
9 აშშ 39,180 32,589 29,308 25,641 20,034 16,049 14,490
10 სამხრეთ კორეა 34,808 29,580 33,001 34,896 30,306 23,933 25,285
ჯამი 1,389,542 1,286,135 1,234,248 1,204,857 1,125,202 958,027 931,333

კლიმატის გავლენა

რედაქტირება
 
კურორტი-კუნძული

მალდივის რესპუბლიკის ეკონომიკაზე უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილებები. ძლიერი შტორმები, მარჯნის რიფების განადგურება და სანაპიროს ეროზია (უკანასკნელ პერიოდში ზღვის დონის მატების გამო) ტურიზმის სექტორს დიდ საფრთხეს უქმნის.

კლიმატის ცვლილების შედეგად მალდივის რესპუბლიკა პირველ რიგში ზღვის დონის მატებისა და მარჯნის რიფების განადგურების საფრთხის წინაშე დგას. მსოფლიო ბანკის განცხადებით „სამომავლო პროექტები 2100 წლისთვის ზღვის დონის 10-დან 100 სმ-მდე მატებისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებას გულისხმობს“. ახალი ხელისუფლება ზღვის დონის მატების წინააღმდეგ საბრძოლველად გეოინჟინერიის პროექტების გამოყენებას ცდილობს, ნაცვლად მოსახლლეობის ამ ადგილებიდან გადაყვანისა. პროექტები ახალი კუნძულების მშენებლობას გულისხმობს, ასე რომ ამ კუნძულების მოსახლეობას გადაადგილება აღარ მოუხდება. მსგავსი კუნძულია - ჰულჰუმალი. პროექტები ზოგიერთი კუნძულის ბუნებრივად გაზრდის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს.[7]

მსოფლიო ბანკის განცხადებით, „ზღვის ტემპერატურის მომატებაც საფრთხეს უქმნის მარჯნის რიფებს და მათ გათეთრებასა და სიკვდილს იწვევს. მარჯნის რიფების დამცავი ფუნნქციების გაუარესებამ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხე კიდევ უფრო გაზარდა.[8]

გარემოსადმი ინტერესი

რედაქტირება

ეკოტურიზმი

რედაქტირება
 
ლანდა გირაავარუ

მალდივის კუნძულებზე განვითარებულია ეკოტურიზმიც, რასაც ელექტროენერგიისა თუ სხვა საშუალებების მოხმარებასთანდ აკავშირებით ხელისუფლების მკაცრი პოლიტიკა უწყობს ხელს.[9] უფრო მეტიც, მთავრობა მიზად ისახავს კუნძულის კურორტად გადაქცევამდე ბუნებრივი გარემოს კონსერვაცია მოახდინოს, რასაც ხელს უწყობს კანონებიც კუების ჭერის აკრძალვასთან, მარჯნის რიფების დაცვასთან და სხვ. დაკავშირებით.

მალდივის რესპუბლიკის ტურიზმის პოლიტიკას ხშირად აკრიტიკებენ ადგილობრივი ზვიგენების პოპულაციის კლების გამო. ზვიგენების რაოდენობა უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე გაფართოებული ნადირობის გამო ძალიან შემცირდა, ზოგიერთ მიდამოში კი საერთოდ გაქრა. ზვიგენებზე ძირითადად ფარფლების გამო ნადირობენ. ზვიგენის ფარფლები მალდივის კუნძულებიდან აზიის ქვეყნებში გააქვთ, სადაც ეს უკანასკნელი დელიკატესად ითვლება. ფარფლებს ცოცხალ ზვიგენებს აჭრიან, რის შემდეგაც კვლავ ზღვაში აგდებენ. მალდივის რესპუბლიკის კანონმდებლობით მსგავსი საქმიანობა აკრძალულია, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება ამ კანონს მკაცრად არ იცავს.[10]

2001 წელს გარემოსდაცვითმა ორგანიზაციამ Seamarc/Marine savers ამბიციური პროგრამა წამოიწყო, რომელიც კურორტების დაფინანსების ბაზაზე დაზიანებულ ადგილებში მარჯნების ხელახლა იმპლანტაციას ისახავდა მიზნად. ათასობით ტურისტმა დააფინანსა „მარჯნების ჩარჩო,“ რის მეშვეობითაც მარჯნები მრავალი კურორტის მახლობლად აღადგინეს, მათ შორის კუდაა ჰურასა და ლანდაა გირაავარუს მიდამოებშიც. მარჯნის რიფები ზღვის სამყაროს შემსწავლელ მეცნიერთა მეთვალყურეობის ქვეშაა. მარჯნის რიფები მრავალი ათასი ტროპიკული სახეობის თავშესაფარია, რაც დაშლილი ეკოსისტემის აღდგენას, შენარჩუნებასა და დაცვას უწყბს ხელს.

ბუნებრივი გარემო

რედაქტირება

მალდივის კუნძულები ბუნებრივი გარემოთი გამოირჩევა. ტურიზმის სექტორი ქვეყნისთვის შემოსავლების ყველაზე დიდი წყაროა.[11] უჩვეულო წყალქვეშა ხედებითა და სუფთა წყლის გამო მალდივის კუნძულები რეკრეაციული ყვინთვის დანიშნულების ადგილებს შორის მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოა.[12] მალდივის რესპუბლიკა წყალქვეშ ყვინთვის 60 ცენტრს მოიცავს.[13] Agoda.com-ის მსოფლიო მასშტაბით გამოკითხვის მიხედვით მალდივის კუნძულები თაფლობის თვის გასატარებელად ყველაზე სასურველ ადგილად დასახელდა.[14]

ინტერნეტ რესურსები

რედაქტირება
  1. "Over 40 years of sustained tourism growth". The Business Report (26 July 2016). ციტირების თარიღი: 14 July 2017.
  2. Luxury resorts turn fantasy into reality amid sector swell. The Business Report. ციტირების თარიღი: 10 September 2018.
  3. Report on the Current Status of the Tourism Industry[მკვდარი ბმული]Tourism Employees Association of Maldives 22 January 2009
  4. Tourism Yearbook 2017. ციტირების თარიღი: 29 December 2017.
  5. Statistics Year Book, 2001–2017. ციტირების თარიღი: 29 December 2017.
  6. Tourist Arrival by Nationality, January – December 2017 (PDF). ციტირების თარიღი: 24 January 2018.
  7. „On front line of climate change as Maldives fights rising seas“. New Scientist (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-03-20.
  8. South Asia – Climate Change in the Maldives. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-05. ციტირების თარიღი: 2018-03-20
  9. Fennell, David A. (2008). Ecotourism. Routledge, 2008. ISBN 0-415-42930-7, p. 185.
  10. Bloody shark slaughter in the island paradise Der Spiegel, 09-15-2008.
  11. Maldives Largest Revenue Generator Is Its Tourism Industry. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-25. ციტირების თარიღი: 2018-11-30.
  12. Garrod, Brian and Stefan Gossling (2007).New Frontiers in Marine Tourism. Elsevier, 2007. ISBN 0-08-045357-0, p. 31.
  13. The Most Romantic Honeymoon Getaways in the Maldives.. Kenwood Travel (February 2018).
  14. „World's best honeymoon spot is...“. CNN. 14 February 2014. ციტირების თარიღი: 31 March 2014.