მალაგის უნივერსიტეტი

მალაგის უნივერსიტეტი (ესპ. Universidad de Málaga) ― საჯარო უნივერსიტეტი მალაგაში, ესპანეთში. უნივერსიტეტი 23-ე ადგილზეა ესპანურ უნივერსიტეტებს შორის და 683-ე ადგილზეა მსოფლიოს მასშტაბით.[9] დაარსდა 1972 წელს. 2016 წლისთვის უნივერსიტეტში 30 203 ბაკალავრი და 2 576 მაგისტრანტი სწავლობდა. სწავლების დიდი ნაწილი ძირითადად ორ კამპუსში მიმდინარეობს.

მალაგის უნივერსიტეტი
დაფუძნდა 1972
ტიპი საჯარო უნივერსიტეტი და თავისუფალი გამომცემელი[1]
რექტორი Juan Teodomiro López Navarrete[2]
ქვეყანა ესპანეთი[1]
კავშირები ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[3] , Conference of Rectors of Spanish Universities[4] , European Alliance for Social Sciences and Humanities[5] , ORCID[6] , Spanish Association of University Presses[7] და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო კავშირი[8]
მალაგის უნივერსიტეტი — ესპანეთი
მალაგის უნივერსიტეტი
https://www.uma.es/ და https://www.uma.es/?set_language=en

ისტორია რედაქტირება

მალაგის უნივერსიტეტის ისტორია 1968 წლიდან იწყება, როდესაც მალაგის უნივერსიტეტის მეგობრების ასოციაცია შეიქმნა (Asociación de Amigos de la Universidad de Málaga). ასოციაცია ქალაქის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე უნივერსიტეტის დაარსებას ისახავდა მიზნად (მალაგა ერთადერთი ევროპული ქალაქი იყო, რომლის მოსახლეობაც 300 000 ადამიანს აჭარბებდა, მაგრამ უნივერსიტეტი არ ჰქონდა). მალაგის უნივერსიტეტი 1972 წლის 18 აგვისტოს ბრძანებით დაარსდა არსებული ცენტრების გაერთიანებით, მათ შორის: უმაღლესი პოლიტექნიკური სკოლის (1927), ნორმალური სკოლისა (1846) და გრანადის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის (1963). უნივერსიტეტის დაარსების დროისთვის ეკონომიკისა და ბიზნესის და მედიცინის ფაკულტეტები ფუნქციონირებდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება