მაკ-მერდოს შელფური მყინვარი

მაკ-მერდოს შელფური მყინვარი — შელფური მყინვარი ანტარქტიდაში. წარმოადგენს როსის შელფური მყინვარის ნაწილს. ჩრდილოეთით ესაზღვრება მაკ-მერდოს ზუნდი, როსის კუნძული, ხოლო სამხრეთით მინა-ბლაფი. არსებული კვლევებით, მაკ-მერდოს შელფური მყინვარი როსის შელფური მყინარისგან სრულიად განსხვავდება და საკუთარ სახელწოდებას იმსახურებს.[1]

მაკ-მერდოს შელფური მყინვარი
კოორდინატები: 78° ს. გ. 167° დ. გ. / 78° ს. გ. 167° დ. გ. / -78; -167
მაკ-მერდოს შელფური მყინვარი — ანტარქტიდა
მაკ-მერდოს შელფური მყინვარი

1962–63 წლებში მაკ-მერდოს შელფური მყინვარი გამოიკვლია არტურ ჰაინემ, რომელმაც შემოგვთავაზა როსის კუნძულით, ბრაუნის ნახევარკუნძულით, შავი კუნძულითა და თეთრი კუნძულით შემოზღუდული ტერიტორიის ცალკე გამოყოფა. ანტარქტიდულ სახელწოდებათა საკონსულტაციო კომიტეტმა გაავრცელა არეალი სამხრეთით მინა-ბლაფამდე.[1]

1965–66 წლებში ზედაპირქვეშა ტემპერატურის, სიმჭიდროვისა და ელექტროწინაღობადობის გასაზომად ყინულში სამი ხვრელი გაბურღეს; ამას გარდა, შეგროვდა ფირნის ნიმუშები.[2]

2010 წლის მარტში შელფური მყინვარის ქვედა ნაწილში აღმოაჩინეს ცოცხალი Lysianassidae.[3]

  1. 1.0 1.1 Fred G. Alberts. Geographic Names of the Antarctic. Second Edition, 1995
  2. New Zealand Journal of Geology and Geophysics
  3. NASA discovers life hidden 600 feet below Antarctic ice