მაკრიალის ხიდი
არქიტექტურული ძეგლი თურქეთში
მაკრიალის ხიდი, ქემალფაშის ხიდი — ხიდი თურქეთში, ქალაქ ქემალფაშის (მაკრიალი) ცენტრში, მდინარე მანელოღლუზე. ამჟამად იგი კარგადაა შემონახული. მის გვერდით თანამედროვე ხიდია აგებული. თაღოვანი ხიდის ბურჯები კლდოვან მასივებზეა ამოყვანილი.
ხიდი თაღოვანია: თაღის სიგანე — 14,5 მ., ხიდის სიგანე — 2,85 მ., თაღის სიმაღლე ბურჯის ზედაპირიდან — 7,70 მ., ბორდიურის სიგანე — 18 სმ., ხოლო სიმაღლე — 62 სმ. ხიდში აშკარად გამოირჩევა ძველი და ახალი სტრუქტურები. არქაული ჩანს თვით თაღის კონსტრუქცია, ხოლო სარტყელი, ბორდიურები და სავალი არე გვიანდელი შეკეთების შედეგია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 75 ISBN 978-9941-0-6458-6.