მაკინტოში (ვაშლი)
მაკინტოშის წითელი — ვაშლის ჯიში წითელი და მწვანე კანით, მოტკბო გემოთი და ნაზი, თეთრი რბილობით; მწიფდება გვიან შემოდგომაზე. ტრადიციულად ყველაზე პოპულარული ჯიშია ახალ ინგლისში (აშშ) და კანადაში, განსაკუთრებით ცნობილი თავისი ვარდისფერი ფაფით, რომელსაც გაუთლელი მაკინტოშისგან ამზადებენ. ბევრი მას მიიჩნევს საუკეთესო ჯიშად საჭმელად, ფაფისა და წვენის გამოსაყვანად და ნამცხვრისთვის.
ადრეული მაკინტოშის ვაშლის გენეალოგია ერთადერთი ხისგან მოდის, რომელიც 1811 წელს ჯონ მაკინტოშმა აღმოაჩინა საკუთარ მამულში დანდელაში, ონტარიოს პროვინციაში, კანადა. ნიუ-იორკის მოჰაუკის ხეობიდან გადმოსახლებული ჯონ მაკინტოში ახლადშეძენილ მამულს ათვალიერებდა, როდესაც ტყეში რამდენიმე ველური ვაშლის ხის ძირი აღმოაჩინა. მან ეს ძირები საკუთარ ბაღში გადმორგა და მომავალი წლისთვის ერთ-ერთმა ძირმა გაიხარა. რამდენიმე წლის შემდეგ ხემ დაიწყო ქორფა, უგემრიელესი ხილის მოსხმა, რომელიც დღეს უკვე ყველასათვის ცნობილი ჯიშია. აღმომჩენმა მას მაკინტოშის წითელი დაარქვა, რაც დღესაც ვაშლის ამ ჯიშის ოფიციალური სახელია. წლების განმავლობაში ვაშლის პატრონს ჯიშის გამრავლება არ გამოსდიოდა, ვინაიდან ვაშლის ჯიში მისი თესლით არ მეორდება. შემთხვევის წყალობით, 1835 წელს ჯონი და მისი ვაჟი, ალენი, მათი სტუმრისგან ხის მყნობას სწავლობენ. კლონირების ამგვარი ტექნიკით შესაძლებელი გახდა მაკინტოშის ჯიშის გავრცელება.
ხე, რომელზეც ეს ვაშლი თავდაპირველად აღმოაჩინეს 1894 წელს ხანძრის მიერ დაზიანდა. მაკინტოშების ოჯახი ძველ ხეს 1908 წლამდე უვლიდა - ბოლო მოსავალი ხემ ამ წელს გამოიღო, ხოლო 1910 წელს კი იგი საბოლოოდ წაიქცა.
ამავე ვაშლის სახელზე, ჯეფ რასკინს, კომპიუტერული მეცნიერი, ეკუთვნის კრედიტი პოპულარული კომპიუტერული სისტემისთვის Macintosh (მაკინტოშის ვაშლი) დარქმევა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვაშლის ჯიშები დაარქივებული 2006-02-21 საიტზე Wayback Machine.