მაიპო — მდინარე ჩილეში. სანტიაგოს რეგიონის მთავარი მდინარე. სათავეს იღებს ანდებში, ვულკან მაიპოს დასავლეთ კალთებზე. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი შენაკადია მდინარე მაპოჩე. მაიპო წარმოადგენს სანტიაგოს რეგიონის ირიგაციისა და სასმელი წყლის ძირითად წყაროს.

მაიპო

მდინარის სიგრძეა 250 კმ, ხოლო მისი აუზის ფართობი 15,304 კმ. კვ. ერთვის წყნარ ოკეანეს, საპორტო ქალაქ სან-ანტონიოს სიახლოვეს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება