მაიკლ უოლცი
მაიკლ „მაიკ“ ჯორჯ გლენ უოლცი (დ. 31 იანვარი, 1974) [1] — ამერიკელი პოლიტიკოსი და შეერთებული შტატების არმიის პოლკოვნიკი. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი ფლორიდის მე-6 ოლქიდან. რესპუბლიკური პარტიის წევრი. უოლცი პირველად 2018 წელს აირჩიეს და მან შეცვალა რონ დესანტისი, რომელიც 2018 წელს ფლორიდის 46-ე გუბერნატორად აირჩიეს.
2024 წლის ნოემბერში The Wall Street Journal-მა უოლცი დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის პოსტზე კანდიდატად დაასახელა.[2]
2020 წელს უოლცი იყო აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის წევრი, რომელმაც გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“. ამ ანგარიშში, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც იყო საუბარი. ანგარიშის თანახმად, აშშ-მა უნდა გააფროთოვოს სანქცირებული ადამიანის სია, რომელმაც თავის მხრივ, უნდა მოიცვას ისეთი ოლიგარქები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ეხმარებიან. ასეთ ადამიანად, მათ შორის, ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც იყო მოხსენიებული. რესპუბლიკელი კონგრესმენების მიერ წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, ივანიშვილი პუტინის „ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Perks, Ashley. (November 15, 2018) Florida New Members 2019.
- ↑ Collins, Kaitlan. (November 11, 2024) Trump asks Mike Waltz to be his national security adviser, source says. CNN. ციტირების თარიღი: November 11, 2024
- ↑ კონგრესმენები: ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა, საქართველოს დესტაბილიზაციას ცდილობს