მაიკლ ჯოზეფ სტივენ დუდიკოფი (ინგლ. Michael Dudikoff; დ. 8 ოქტომბერი 1954) — ამერიკელი მსახიობი. სხვადასხვა დროს მონაწილეობა მიიღო ფილმებში: „ტრონი“ (1982), „კაცების წვეულება“ (1984), „ჯარის მეთაური“ (1988), „მაყუჩი“ (1999) და სხვა. ცნობილია აგრეთვე ჯო არმსტრონგის როლით ფილმში „ამერიკელი ნინძა“. დაიბადა მამამისის, ეროვნებით რუსის — ჯოზეფ სტივენ მაიკლისა და დედამისის წარმოშობით ფრანკოკანადელის ოჯახში. 1970-იან წლებში ოჯახი საცხოვრებლად კალიფორნიაში გადავიდა. ტორანსში დაამთავრა დასავლეთის უმაღლესი სკოლა. ჰარბორის კოლეჯში სწავლობდა ბავშვთა ფსიქოლოგიას. თავდაპირველად იღებდნენ სარეკლამო რგოლებში. მისი კინოკარიერა ათვლას 1978 წლიდან იღებს.

მაიკლ დუდიკოფი
Michael Dudikoff 2013.jpg
მაიკლ დუდიკოფი
დაბადების სახელი მაიკლ ჯოზეფ სტივენ დუდიკოფი
დაბადების თარიღი 8 ოქტომბერი 1954
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1978-2004-დღემდე

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება