მაიკე რიხტერი
მაიკე რიხტერი (გერმ. Maike Richter, აგრეთვე მაიკე კოლ-რიხტერი, გერმან. Maike Kohl-Richter; დ. 1964, ზიგენი, გერმანია) —გერმანელი ეკონომისტი და ჟურნალისტი, გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი, გერმანიის ყოფილი ფედერალური კანცლერის ჰელმუტ კოლის ქვრივი.
მაიკე რიხტერი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
აპრილი, 1964 (56 წლის) ზიგენი, გერმანია |
მოქალაქეობა | გერმანია |
პროფესია | ეკონომისტი, ჟურნალისტი |
მეუღლე(ები) | ჰელმუტ კოლი |
ადრეული წლები და განათლება
რედაქტირებამაიკე რიხტერი დაიბადა 1964 წლის აპრილში ზიგენში, ფროიდენბერგის მახლობლად მდებარე სოფელში .ეველინ და ვოლფგანგ რიხტერების ოჯახში. მამა ინჟინერი გახლდათ, ხოლო დედა-ჟურნალისტი. მუშაობდა ადგილობრივ გაზეთში Siegener Zeitung რეპორტიორად. გოგონა ოჯახში ოთხი შვილიდან მესამე იყო.
დედამ ბიოგრაფიულ რომანში ქალიშვილი აღწერა, როგორც " მხიარული, თავშეუკავებელი და სრულიად უპრობლემო"[1]
რიხტერი სწავლობდა პროტესტანტული საშუალო სკოლაში ("გიმნაზია"). შემდეგ შევიდა მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტში. 1996 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი ეკონომიკაში. როგორც შემდგომ მისი მეგობრები იხსენებდნენ, მას სურდა მინიმუმ სახელმწიფო მდივანი გამხდარიყო. მისი უფროსი და და- ძმა ექიმები გამოვიდნენ.[2]
1994-1998 წლებში მუშაობდა ჰელმუტ კოლის ადმინისტრაციის ეროვნული ეკონომიკის განყოფილებაში, ამზადებდა ტექსტებს ეკონომიკურ თემებზე ჰელმუტ კოლის გამოსვლებისათვის. გერჰარდ შრედერის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, იგი ფრიდრიხ მერცის ხელმძღვანელობით შეუდგა ფინანსურ ექსპერტად მუშაობას არის გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პოლიტიკური კავშირის (CDU) წევრი. ამჟამად იგი ხელმძღვანელობს რეგიონალური ეკონომიკური პოლიტიკისა და დაგეგმვის საკითხებს ფედერალური ეკონომიკის სამინისტროში.[3]
პირადი ცხოვრება/ჰელმუტ კოლი
რედაქტირებამაიკე რიხტერის აღიარებით, მას ჰელმუტ კოლთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა 2005 წლიდან. 2008 წლის 8 მაისს რიხტერმა ოფიციალურად იქორწინა გერმანიის ყოფილ კანცლერზე, ჰელმუტ კოლზე, რომელიც 2004 წელს გაიცნო.
იმ დროს რიხტერი 44 წლის იყო, ხოლო ჰელმუტ კოლი, რომელიც მაშინ 78 წლის იყო, საავადმყოფოში გადაიყვანეს "კრიტიკულ მდგომარეობაში" თავის სერიოზული ტრავმის გამო და ძლივს საუბრობდა. ქორწინების დროს ჰელმუტ კოლს ტვინი ჰქონდა დაზიანებული, ის ცუდად საუბრობდა და ინვალიდის ეტლს იყო მიჯაჭვული.[4]
ვალტერი და პეტერი, კოლის ვაჟები ჰანელორ რენერთან ქორწინებიდან, რომელმაც თავი მოიკლა 2001 წელს, არ მივიდნენ მამის ქორწილში . პიტერ კოლის თქმით, ჰელმუტ კოლს არ სურდა რიხტერზე დაქორწინება და ამის შესახებ ნათლად თქვა; ”შემდეგ მოხდა უბედური შემთხვევა და კონტროლი დაკარგა”, - ასევე დასძინა, რომ რიხტერმა ზეწოლა მოახდინა მძიმე ავადმყოფი მამაზე, რომ იგი ცოლად მოეყვანა.[5][6]
მაიკე კოლ-რიხტერმა თავის ხელში აიღო მეუღლეზე მზრუნველობა და ამავე დროს მასზე სრული კონტროლი მოიპოვა: ყოფილი ფედერალური კანცლერის სრული იზოლაცია მოახდინა მისი ძველი გარემოცვისგან და გადაულახავი კედელი აღმართა მისი შვილებთან ურთიერთობის დროსაც კი.[7][8]
ჰელმუტ კოლი 87 წლისასაკში გარდაიცვალა 2017 წლის 16 ივნისს.
მაიკე კოლ-რიხტერის ქცევის შედეგად, კოლის მთელმა ოჯახმა - მისმა შვილებმა და შვილიშვილებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ჰელმუტ კოლის დაკრძალვას და მათთან დაკავშირებულ ყველა ცერემონიალს. Die Welt- მა კომენტარი გააკეთა, რომ მაიკე კოლ-რიხტერი არასოდეს ყოფილა აღიარებული კოლის ოჯახის სრულუფლებიან წევრად, ის არ მიიღო არც თავად კოლის ოჯახმა და არც გერმანულმა საზოგადოებამ.[9][10][11]
ლიტერატურა
რედაქტირება- Der Aufbau wirtschaftsnaher kommunaler Infrastruktur im Transformationsprozess vom System zentraler Planwirtschaft zum dezentralen und marktwirtschaftlichen System, Ifo-Institut für Wirtschaftsforschung, 1996 (გერმ.)
- Die Effizienz der finanzpolitischen Fördermassnahmen in den neuen Bundesländern, Ifo-Institut für Wirtschaftsforschung, 1994( გერმ.)
- Herstellungskosten und Folgelasten kommunaler Investitionen, Ifo-Institut für Wirtschaftsforschung ( გერმ.)
სქოლიო
რედაქტირება
- ↑ Ulrike Posche (3 May 2008). "Die Pfälzer Verlobung"[მკვდარი ბმული]. Stern (გერმ.)
- ↑ Maike Kohl-Richter: Volkswirtin und Redenschreiberin[მკვდარი ბმული]WELT am SONNTAG 01.06.2014
- ↑ Ulrike Posche (3 May 2008). "Die Pfälzer Verlobung"[მკვდარი ბმული]. Stern.(გერმ.)
- ↑ "Helmut Kohl: So grausam ist seine neue Frau wirklich".[მკვდარი ბმული] Wunderweib. Redaktion Neue Post. 7 March 2013.(გერმ.)
- ↑ Tony Paterson (29 June 2014). "Helmut Kohl's wife accused of hijacking husband's political legacy amid memoirs row".[მკვდარი ბმული] The Daily Telegraph.
- ↑ "Ehe: Helmut Kohl und Maike Richter haben geheiratet". Die Welt. 13 May 2008.
- ↑ "Kohl family tragedy given closure as German reformer is remembered"[მკვდარი ბმული]. Irish Times. 18 June 2017.
- ↑ Charter, David (18 June 2017). "Helmut Kohl's sons did not have contact with him for six years".[მკვდარი ბმული] The Times.
- ↑ Hill, Jenny (22 June 2017). "Toxic family feud as Germany mourns unifier Kohl". BBC.
- ↑ "Helmut Kohl funeral plans nearly derailed after widow's intervention".[მკვდარი ბმული] Deutsche Welle.
- ↑ "Helmut Kohl's son calls funeral plans 'unworthy of legacy'".[მკვდარი ბმული] The Daily Telegraph.