მათეოს ურჰაეცი

(გადამისამართდა გვერდიდან მათე ურჰაელი)

მათეოს ურჰაეცი, მათე ურჰაელი, ედესელი (სომხ. Մատթէոս Ուռհայեցի) — XII საუკუნის I ნახევრის სომეხი ისტორიკოსი. ცხოვრობდა ქ. ედესაში (ახლანდელი ქ. ურფა, თურქეთი). მის ნაშრომში „ჟამთააღმწერლობა“ გადმოცემულია 952-1136 წლების ისტორიული მოვლენები (შემდეგ თხზულების წერა გააგრძელა სომეხმა ისტორიკოსმა გრიგოლ ხუცესმა და მოვლენათა თხრობა 1162 წლამდე მიიყვანა).

მათეოს ურჰაეცის ნაშრომი სომხეთის ისტორიის გარდა შეიცავს ცნობებს ახლო აღმოსავლეთსა და, კერძოდ, საქართველოზე. მათეოს ურჰაეცი იმ სომეხ ისტორიკოსთა ჯგუფს განეკუთვნებოდა, რომლებიც ერთიანი ქართული მონარქიის დახმარებით ფიქრობდნენ სომხეთის სახელმწიფოს აღდგენას. „ჟამთააღმწერლობა“ ფართოდაა გამოყენებული ქართულ ისტორიოგრაფიაში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დავლიანიძე ლ., მათე ურჰაელის ცნობები დავით აღმაშენებლის შესახებ, კრ.: საქართველოს რუსთაველის ხანაში, თბ., 1966;
  • მელიქსეთ-ბეგი ლ., ძეგლი სომხური ლიტერატურის ისტორია, თბ., 1941;
  • Абегян М. Х., История древнеармянской литературы, Ер., 1975;
  • მაისურაძე გ., ქსე, ტ. 6, გვ. 357, თბ., 1983