მაგადი
მაგადი (ინგლ. Magadi) — მლაშე ტბა კენიაში, ფართობი 300-900 კმ². მდებარეობს აღმოსავლეთ აფრიკის რღვევების ზონაში. მაგადის ფსკერზე ქემოგენური გზით წარმოქმნილი 3,5-4 მეტრი სისქის ტრონის (წყლიანი ნატრიუმის კარბონატი) ფენაა, რომლის გადამუშავებით იღებენ კალცინირებულ სოდას. ტრონის საერთო მარაგია დაახლოებით 200 მლნ ტონა. ტბის აუზის ამომშრალ ნაწილში ქვამარილების შრეებია.
მაგადი | |
---|---|
Magadi | |
კოორდინატები: 1°52′ ს. გ. 36°16′ ა. გ. / 1.867° ს. გ. 36.267° ა. გ. | |
მდებარეობა | კენია |
ფართობი | 300-900 კმ² |