ლუქსორის ობელისკი
ლუქსირის ობელისკი (ფრანგ. obélisque de Louxor) — პარიზის ღირსშესანიშნაობა. აღმართულია კონკორდის მოედანზე.
ლუქსორის ეგვიპტური ობელისკი ძველი წელთაღრიცხვის XIII საუკუნით თარიღდება. იგი საფრანგეთში 1833 წელს ჩამოიტანეს წელს და კონკორდის მოედანზე 1836 წლის 25 ოქტომბერს დადგეს. მეფე ლუი-ფილიპეს განკარგულებით იგი დაიდგა მოედნის ცენტრში იმ პერიოდში, როდესაც ამ ადგილის მოწყობა მიმდინარეობდა. ობელისკი სიმაღლით დაახლოებით 22,5 მეტრია, მონოლითური, ვარდისფერი სიენიტის ნაგებობა, იწონის დაახლოებით 227 ტონას. იგი აღმართულია 9 მეტრიან კვარცხლბეკზე და ზემოთ მთავრდება მოოქროვილი 3,5 მეტრიანი პირამიდონით. ობელისკზე ამოტვიფრულია იეროგლიფები ფარაონ რამზეს II-ს სადიდებლად.
1998 წელს პიერ ბერჟესა და ივ სენ-ლორანის მეცენატობით განხორციელდა პირამიდიონის რესტავრაცია. ობელისკს აქვს მზის საათის დანიშნულებაც.
ლიტერატურა
რედაქტირება- Todd Porterfield: The Obelisk on the Place de la Concorde. Post-Revolutionary Politics and Egyptian Culture. In: Wilfried Seipel (Hrsg.): Ägyptomanie. Europäische Ägyptenimagination von der Antike bis heute. Kunsthistorischen Museum, Wien 2000, ISBN 3-85497-016-1 (Schriften des Kunsthistorischen Museum 3), S. 62–82.
- Labīb Ḥabašī: Die unsterblichen Obelisken Ägyptens. Überarbeitete und erweiterte Neuauflage von Carola Vogel. Zabern, Mainz 2000, ISBN 3-8053-2658-0, 89ff.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- History of the Egyptian Obelisks: Paris დაარქივებული 2011-01-22 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)