ლუსეგენა პოპოვას სახლი

ლუსეგენა პოპოვას სახლი (რუს. Особняк Лусегена Попова) — შენობა დონის როსტოვში. მდებარეობს კარლ მარქსის მოედანზე. აგებულია 1890-1891 წლებში დონის ნახიჩევანის ცენტრალურ მოედანზე. სახლი ეკუთვნოდა მიწისმფლობელსა და საქონლითმოვაჭრე ლუსეგენა პოპოვას. 1928 წლიდან შენობაში განთავსებულია სამშობიარო სახლი[1]. 2012 წელს სამშობიარო დახურეს რემონტის გამო[2]. ლუსეგენა პოპოვას სახლს გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[3].

ლუსეგენა პოპოვას სახლი
რუს. Особняк Лусегена Попова
მდებარეობა რუსეთი, დონის როსტოვი
არქიტექტორი ნიკოლაი დურბახი
ტიპი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
გახსნის თარიღი 1890-1891

ორსართულიანი სახლი ააგეს 1890-1891 წლებში დონის ნახიჩევანის (ამჟამად დონის როსტოვის პროლეტარის რაიონი) ცენტრალურ მოედანზე. სახლი ეკუთვნოდა ქალაქში ცნობილ მიწისმფლობელსა და საქონლითმოვაჭრე ლუსეგენა პოპოვას. პროექტის ავტორი, სავარაუდოდ, უნდა იყოს არქიტექტორი ნიკოლაი დურბახი. სახლის პირველი სართული გაქირავებული იყო სხვადასხვა კანტორებზე და სავაჭრო დახლებზე. მფლობელის აპარტამენტები განთავსებული იყო მეორე სართულზე[1].

1907 და 1916 წლის მონაცემებით სახლი ეკუთვნოდა მანუკ პოპოვს, პირველი მფლობელის მემკვიდრეს. მანუკ პოპოვი აქტიურად იყო დაკავებული სავაჭრო საქმიანობით და იყო ცნობილი ქველმოქმედი[1].

1920 წელს, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოახდინეს სახლის ნაციონალიზაცია და მასში განთავსდა სამხედრო-რევოლუციური კომიტეტი. 1928 წელს სახლში გაიხსნა სამშობიარო სახლი. მეორე მსოფლიო ომის დროს სამშობიაროში მუშაობდა სამი ექიმი. მათ სარდაფში გახსნეს სამშობიარო დარბაზი სადაც ღებულობდნენ ფეხმძიმეებს. ომის შემდეგ სამშობიარო სახლი გაარემონტეს და ხელახლა გახსნეს. 2012 წელს დაიხურა სარესტავრაციო სამუშაოების გამო[2].

არქიტექტურა

რედაქტირება

ლუსეგენა პოპოვას სახლი აგებულია ეკლექტიკის სტილში და გაფორმებულია ბაროკოსა და კლასიციზმის სტილში. სახლს გააჩნია დაგეგარების კორიდორული სტილი.

  1. 1.0 1.1 1.2 Волошинова Л. Ф. Бульварная площадь. — Ростов-на-Дону: Донской издательский дом, 2001. — С. 41—48. — (Серия "Судьбы улиц, площадей, зодчих"). — ISBN 5-87-688-202-X.
  2. 2.0 2.1 Ростовский роддом №2 откроется через год после ремонта на сумму в 115 млн рублей. Южный регион (2012-09-26). ციტირების თარიღი: 2013-11-20.
  3. Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). Официальный портал Правительства Ростовской области. ციტირების თარიღი: 2013-10-10.