ლულეელვენი
ლულეელვენი (შვედ. Luleälven) — შვედეთის ერთ-ერთი უმთავრესი მდინარე. სათავეს იღებს ჩრდილოეთ შვედეთში და მიედინება სამხრეთ-აღმოსავლეთით, 460 კმ სიგრძეზე, სადაც ქალაქ ლულეოსთან ერწყმის ბოტნიის ყურეს. ნორბოტენის რეგიონში სიგრძით მეორეა კალიქსეელვენის შემდეგ, მაგრამ პირველია წყლის საშუალო ხარჯით.
ლულეელვენი | |
---|---|
ქვეყანა | შვედეთი |
სიგრძე | 460 კმ |
აუზის ფართობი | 25 240,5 კმ² |
ლულეელვენი ვიკისაწყობში |
აუზის ფართობია 25 240,5 კმ², საიდანაც 24 545,6 კმ² შვედეთის ტერიტორიაზეა, 694,9 კმ² კი ნორვეგიის.[1][2]
მდინარე ჰიდროენერგიის მნიშვნელოვანი წყაროა, მასზე აშენებულია უმნიშვნელოვანესი ჰიდროელექტროსადგურები. ინტენსიურად გამოიყენებოდა ხე-ტყის ტრანსპორტირებისთვის, მაგრამ ეს პროცესი 1980-იანი წლების დასაწყისში შეჩერდა.
XIX-XX საუკუნეების განმავლობაში, მდინარეზე გადიოდა დამცავი ხაზი ჯერ რუსეთის იმპერიის, ხოლო შემდეგ საბჭოთა კავშირის შემოჭრებისგან დასაცავად. თითქმის მთელს სიგრძეზე შემორჩენილია ფართო საფორტიფიკაციო ნაგებობები, რომლებიც ბოდენის ციხესიმაგრით მთავრდება ქალაქ ბოდენთან. ამ სიმაგრეებისა და ბუნკერების უმრავლესობის გამოყენება დღეს აღარ ხდება.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- (შვედური) შვედეთის მდინარეები სიგრძის მიხედვით
- (შვედური) ინფორმაცია შვედეთის მდინარეების ჩამონადენზე დაარქივებული 2007-03-11 საიტზე Wayback Machine.
- (შვედური) შვედეთის მდინარეები აუზის ფართობის მიხედვით დაარქივებული 2007-03-11 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Luleälven“. Nationalencyklopedin (Swedish). ციტირების თარიღი: 14 July 2010.
- ↑ Län och huvudavrinningsområden i Sverige Swedish. SMHI. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 სექტემბერი 2018. ციტირების თარიღი: 14 July 2010.