ლუის რამირეს ლუსენა
ლუის რამირეს ლუსენა (ესპ. Luis Ramírez de Lucena; დ. დაახლ. 1465 — გ. 1530) — ესპანელი მოჭადრაკე, ავტორი წიგნისა „სიყვარულის გარემოება და ჭადრაკის თამაშის ხელოვნება“. ნაშრომი ორი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილს ჭადრაკთან საერთო არაფერი აქვს. მეორეში განხილულია ჭადრაკის თამაშის წესები და ის 11 საჭადრაკო დებიუტი, რომლებიც ავტორის სიტყვებით, „არის ყველაზე საუკეთესო, რაც მან ნახა რომში და მთლიანად იტალიაში, ასევე საფრანგეთსა და ესპანეთში“. აღნიშნულ წიგნში მოყვანილია აგრეთვე 150 საჭადრაკო ამოცანა. მცირე ტირაჟის გამო ამ წიგნმა ევროპაში ჭადრაკის განვითარებაზე დიდი გავლენა ვერ მოახდინა.
ლიტერატურა
რედაქტირება- გურგენიძე დ., ვისწავლოთ ენდშპილი, ნაწ. I, თბ., 2004. — გვ. 6.