ლუდმილა ტერ-პეტროსიანი
ლუდმილა ტერ-პეტროსიანი (დ. 20 დეკემბერი, 1948, სანქტ-პეტერბურგი, სსრკ; სომხ. Լյուդմիլա Տեր-Պետրոսյան) — სომხეთის პირველი ლედი 1991-1998 წლებში. სომხეთის მეორე პრეზიდენტის, ლევონ ტერ-პეტროსიანის მეუღლე. დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა სომეხი ქალის კავშირი“. ორგანიზაციის მიზანია ქალთა უფლებების დაცვა სომხეთში. ჰყავს ერთი შვილი, დავითი და სამი შვილიშვილი.
ლუდმილა ტერ-პეტროსიანი Լյուդմիլա Տեր-Պետրոսյան | ||
სომხეთის პირველი ლედი | ||
---|---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
11 ნოემბერი, 1991 – 3 თებერვალი, 1998 | ||
წინამორბედი | თანამდებობა შეიქმნა | |
მემკვიდრე | ბელა ქოჩარიანი | |
დაბადებული | 20 დეკემბერი, 1948 სანქტ-პეტერბურგი, სსრკ | |
მოქალაქეობა | სომხეთი | |
ეროვნება | სომეხი | |
მეუღლე | ლევონ ტერ-პეტროსიანი |
ბიოგრაფიარედაქტირება
დაიბადა სანქტ-პეტერბურგში, მისი ქალიშვილობის გვარია პლეკოვსკაია. მისი მამა იყო არმიის ოფიცერი და მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, მისი დედა კი იყო — ექიმი. დაამთავრა ლენინგრაფის უნივერსიტეტის გერმანისტიკის ფაკულტეტი. 1972 წელს დაქორწინა ლევონ ტერ-პეტროსიანზე. 1990-იან წლებში იგი გახდა სამოქალაქო აქტივისტი რომელიც მუშაობდა ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვაზე. მან მოაწყო ოთხი ქალთა საერთაშორისო კონფერენცია სომხეთში (1994, 2005, 2006, 2007).