ლუდარის კონცხი
ლუდარის კონცხი (რუს. Лударь) — კონცხი ბაიკალის ტბის ჩრდილოეთით, სოფელ ბაიკალსკოეს სიახლოვეს.[1] წარმოადგენს დაკბილული ფრიალო კლდის ჩრდილოეთ დაბოლოებას, რომელიც ციცაბოდ ეშვება ხმელეთისაკენ. კონცხზეა ზვირთცემის შედეგად წარმოქმნილი მღვიმე, სადაც აღმოჩენილია კერამიკული ჭურჭლის ნატეხები. 1974-1976 წლებში მღვიმე გამოიკვლიეს ირკუტსკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ლუდარის კონცხი“ ვიკისაწყობში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ლუდარის კონცხი. მდებარეობა
- ↑ ლუდარის კონცხი - აღწერა, მდებარეობა.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-27. ციტირების თარიღი: 2012-12-05.