ლუბის იმპერია

ძველი სახელმწიფო

ლუბა — სახელმწიფოებრივი გაერთიანება. მდებარეობდა თანამედროვე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე, უპემბის დაბლობზე 1585-1889 წლებში. უზენაესი ხელისუფლება ხელთ ეპყრა მეფეს, რომელიც ცნობილი იყო მულოპვეს სახელით. მეფე ქვეყანას მართავდა თავისი კლანის მიხედვით, რომელსაც ეწოდებოდა ბალოპვე. ლუბის იმპერიის დასუსტება გამოიწვია შიდა არეულობებმა, მონათვაჭრობამ და მეზობელი ტომების თავდასხმებმა.

კოლონიამდელი აფრიკის სახელმწიფოების რუკა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება