ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლორმის ანბანი — ანბანი ყრუ-უსინათლო პირებისთვის. ანბანის სახელწოდება ატარებს მწერლის, ესეისტის, ლიტერატურული კრიტიკოსის და ჟურნალისტის - ჰაინრიხ ლანდესმანის სახელს, რომელიც აქვეყნებდა თავის  პუბლიკაციებს  ჰერონიმუს ლორმის ფსევდონიმით. ლორმის ანბანი მოიცავს ხაზების ან წერტილების გამოსახვას ხელის შიდა ან გარე მხრიდან. ხელი შეიძლება იყოს როგორც მარცხენა ასევე მარჯვენა.

ლორმი კარგია ყველასთვის, ვისაც ნებისმიერი ანბანის გამოყენებით შეუძლია საკუთარი აზრის გამოხატვა იქნება ეს ბრაილი, დაქტილოგრაფია თუ ლათინური ასოები.

ლორმის ანბანი მოიცავს ხაზების ან წერტილების გამოსახვას ხელის შიდა ან გარე მხრიდან. ხელი შეიძლება იყოს როგორც მარცხენა ასევე მარჯვენა. კომუნიკაციისას ჩვენ ვწერთ ერთი თითით ან - როცა კარგად გავიწაფებით ტექნიკაში - ერთდროულად ყველა თითით.[1]

ანბანი სხვადასხვა ენაზე

რედაქტირება

ხმოვნები განლაგებულია ანბანის მიხედვით.  ყოველი ასო შეესაბამება სხვადასხვა თითის წვერს, მაგ.: „ა“ - ცერა; „ე“ - საჩვენებელი; „ი“ - შუა; „ო“ - არათითი; „უ“ - ნეკი.

თანხმოვანები:

ყ - ჰორიზონტალური ხაზი, მიმართულებით საჩვენებელი თითიდან ნეკისკენ (გაუსვით თითის წვერით ჰორიზონტალურად (მარცხნიდან მარჯვნივ) თითების შუაში)

თ, ბ , დ, გ ,ჰ - ხაზები მიუყვება თითებს წვეროდან ფუძისკენ.

თ - ცერის გასწვრივ; ბ - საჩვენებელი თითის გასწვრივ; დ - შუა თითის გასწვრივ, ; გ - არათითის გასწვრივ, რომელზეც საქორწინო ბეჭედს იკეთებენ ; ჰ - ნეკის გასწვრივ.

ტ - ორ თითს ვატყუპებთ - საჩვენებელს და შუათითს

ლ - გრძელი ხაზი შუა თითის წვერიდან მთელი ხელისგულის გასწვრივ;

ფ - ხაზი ცერიდან საჩვენებელი თითისკენ (აუსვით თითი გარეთა გვერდითა მხრიდან მისი საჩვენებელი თითის სიგრძის გასწვრივ, ქვევიდან ზევით);

პ - აუსვით თითი გარეთა გვერდითა მხრიდან მისი მაჯიდან საჩვენებელი ცერის წვერამდე, ქვევიდან ზევით;

შ - შუა თითის ერთხელ მოხრა;

ც - ცერა თითის ერთხელ მოხრა;

წ - ხელისგულზე პატარა რგოლის მოხაზვა (წრის სიმბოლოს ჰგავს);

კ - ოთხი თითის შეერთების წვერით ხელისგულზე შეხება;

ძ - ერთჯერადად შეეხეთ საჩვენებელი თითის წვერით მის ხელიგულის შუა ნაწილს;

ჭ - მაჯის გარეთა მხარზე მძიმის გამოსახვა;

ს - ერთი წერტილი ხელის მტევნის ფუძესთან;

ზ - დამრეცი ხაზი ცერის ფუძიდან ნეკის ფუძემდე;

რ - ნეკიდან დაწყებული ყველა თითის მსუბუქი, რიტმული დარტყმა ხელისგულზე;

ვ - ერთი წერტილი ცერის ფუძესთან;

ნ - ერთი წერტილი ნეკის ქვეშ (შეეხეთ  თითის წვერით ნეკის ქვევით ხელისგულს);

მ - ერთი წერტილი საჩვენებელი თითის ფუძესთან, ხელისგულის საწინააღმდეგო მხარეს („ნ”-ს სიმეტრიულად);

ჯ - გამოსახეთ ჯვარი ხელისგულზე, ჯერ ვერტიკალური ხაზი ზევიდან ქვევით, შემდეგ - ჰორიზონტალური მარცხნიდან მარჯვნივ (რომელიც შუაზე გადაკვეთს ვერტიკალურ ხაზს);

ქ - გრძელი ხაზი ხელისგულის გარეთა კიდის გასწვრივ ხელის მტევნის ფუძიდან ნეკის ფუძისკენ;

ჩ - ყველა თითის შეერთება (ბევრი თითი, როგორც „ჩვენ“);

ღ - გამართულად მოხრილი ორი თითის წვერების ჩამოსმა ხელის მტევნის ფუძისკენ.


ლორმის ანბანს ბევრი უპირატესობა აქვს:

• ენის სიმარტივე

• შეცდომების დაშვების მცირე რისკი

• ინფორმაციის გადაცემის სწრაფი ტემპი

• მრავალი პირის ურთიერთობის საშუალება

• მოსახერხებელია თარჯიმნებისთვისაც


სიგნალები[2]

ლორმის ანბანი გამდიდრებულია სიგნალებითაც, რომლებიც განსაზღვრულ სიტუაციებში გამოიყენება როგორც კოდები. მაგალითად, მინიშნება "ახლა არ საუბრობ", გამოიხატება ხელის გულის დადებით ზურგზე. ასევე წერილობითი ან ჟესტური აბრევიატურები, რომლებიც გამოიყენება ხშირად განმეორებად სიტყვებზე ან გარემოებაზე. ამ მეთოდის ელემენტებში, ასევე, შედის შეტყობინებები:

- დადასტურება - მუშტის რამდენჯერმე სწრაფად შეკვრა;

- აკრძალვა - ხელისგულზე რამდენჯერმე ხელის გასმა;

- შეცდომის გასწორება - აკრძალვის მსგავსად ხელის გასმა და შემდგომ, არა ერთი ასოს, არამედ მთელი სიტყვის გამეორება/თავიდან დაწერა;

- სიტყვის დასრულება - გაშლილი ხელით შეხება;

- სიტყვის გამეორების მოთხოვნა - მუშტის შეკვრა.

  1. Marschark, Marc; Spencer, Patricia Elizabeth (2015). The Oxford Handbook of Deaf Studies in Language. Oxford University Press. p. 338. ISBN 9780190241414
  2. Białek, Maria, ed. (2009). Małymi krokami do wielkich celów: w świecie osób głuchoniewidomych (in Polish). Warsaw: Towarzystwo Pomocy Głuchoniewidomym. ISBN 978-83-925442-8-9. OCLC 751495670
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლორმის_ანბანი“-დან