ლონდონის კონფერენცია (1832)

ლონდონის კონფერენცია — საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც საბერძნეთში სტაბილური მთავრობის შექმნის მიზნით გაიმართა. სამ სახელმწიფოს შორის (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი) მოლაპარაკება დასრულდა საბერძნეთის სამეფოს შექმნით, რომელსაც სათავეში ბავარიის პრინცი ოტონ ვიტელსბახი ჩაუყენეს.

კონფერენციის მოწვევა განაპირობა ოსმალეთის იმპერიასთან რუსეთის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის დახმარებით საბერძნეთის გამარჯვებამ დამოუკიდებლობისათვის ომში (1821-1829 წწ.). კონფერენცია მოიწვიეს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პალმერსტონის ინიციატივით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება