ლომისის ჯაჭვი — ლომისის ხატის ატრიბუტი, ცნობილია უფრო მთიულეთში მოპოვებული ტექსტით (მთქმელი ჯღუნა ნარაიძე, ჩამწერი ელ. ვირსალაძე):

ლომისის ჯაჭვი

„ლომისას ჯაჭვი ჰკიდია, არავინ იცის ვისია,

ბებერი ქალი ატირდა, — ეგ ჯაჭვი ჩემი ქმრისია.

სიკვდილის ჟამსა ნათქომი დაბარებულიც მისია,

ისეთმა ყმამა შაირტყას, ვინცა ხმარების ღირსია“.

ლომისის სასწაულთმოქმედი ხატი ნაყოფიერების და მოსავლიანობის მომნიჭებელია. მანვე შეკრა ხორასნის ქვეყანა, საქონელი გააბერწა, უნაყოფო მიწა დასკდა და ხალხი დაიმშა. ასე მუსრავდა ხორასანს „ეგვიპტის ჭირი“, ვიდრე სულთანმა დატყვევებული ათასი ქართველი არ გაათავისუფლა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გელოვანი ა., „მითოლოგიური ლექსიკონი“, თბილისი, 1983, გვ. 284-285