ლომისის პირველი აკლდამა
ლომისის პირველი აკლდამა — არქეოლოგიური ძეგლი ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ელოიანის მიდამოებში, ლომისის ნასოფლარში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
აკლდამა სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა. ერთი ვიწრო ღიობი სამხრეთ კედელშია გაჭრილი. გადახურვა ორქანობიანია.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი : ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ.: ილიას ფონდი, 2008. — გვ. 66. 274 გვ, ISBN 978-99928-0-931-0.