ლოგლაინი (ინგლ. log line ან logline) — ამბის ან სატელევიზიო გადაცემის, ფილმის, ან წიგნის მოკლე აღწერა, რომელშიც გამოხატული მთავარი კონფლიქტი. ლოგლაინი შედგება მაქსიმუმ ორი წინადადებისგან, რომელიც დააინტერესებს მკითხველს ან მაყურებელს და გააღვიძებს მის ცნობისმოყვარეობას. ეს ტერმინი ფართოდ გამოიყენება კინო წარმოებაში. ზოგადად ლოგლაინი არის ორი წინადადებით გადმოცემული მთავარი გმირის თავგადასავალი და მიგვანიშნებს ნაწარმოების ჟანრზე.

შინაარსი

რედაქტირება

ოთხი რამ არის, რაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ლოგლაინს:

  • ირონია — უნდა იყოს ირონიული და ამავდროულად, ემოციურად ამაღელვებელი. ის მთავარი დამაინტრიგებელი კონფლიქტი, რაზეც დგას ნაწარმოები.
  • მკაფიო მოცემულობა — მთელი ისტორია წაკითხვისას წარმოსახვაში მკაფიოდ უნდა წარმოისახოს, უნდა დააინტრიგოს ან დააინტერესოს მკითხველი
  • აუდიტორია და ღირებულება — სინოფსისში უნდა ჩანდეს, რა აუდიტორიაზეა გათვლილი და რა არის მისი ღირებულება.
  • კარგი სათაური — სათაური თითქოს ლოგლაინის დამატებაა. სათაურს დიდი მნიშვნელობა აქვს. ის ფილმში (წიგნში) მოთხრობილი მთელი ამბის ერთგვარი კოდია. ნაწარმოების წარმატებაც გარკვეულწილად ზუსტად შერჩეულ სათაურზეა დამოკიდებული. რაც უფრო მოკლე და საინტერესოა, შესაძლოა აბსურდულიც, მით უფრო მარტივად იმახსოვრებს მაყურებელი ან მკითხველი და მით უფრო დიდი ინტერესი აქვს მის მიმართ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება