ლიცეუმი № 13 (დონის როსტოვი)

ლიცეუმი № 13 (რუს. Лицей № 13) — მუნიციპალური ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება დონის როსტოვში. სკოლის შენობა აგებულია 1892 წელს არქიტექტორ ნიკოლაი დურბახის პროექტის მიხედვით[1]. თავდაპირველად შენობაში განთავსებული იყო დონის ნახიჩევანის ეკატერინეს ქალთა გიმნაზია. ლიცეუმის შენობას აქვს რუსეთის ფედერაციის ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

ლიცეუმის შენობა

XIX საუკუნის ბოლოს დონის ნახიჩევანში დაარსდა ქალთა გიმნაზია. მას ეკატერინეს გიმნაზია უწოდეს ქალაქის დამაარსებლის ეკატერინე II-ის პატივსაცემად[2]. გიმნაზიის შენობა ააგეს 1892 წელს არქიტეტორ ნიკოლაი დურბახის პროექტის მიხედვით[1][3]. თავდაპირველად შენობა ორსართულიანი იყო[4].

ეკატერინეს ქალტა გიმნაზია იყო ქალაქის ელიტური სასწავლებელი აქ ასწავლიდნენ საღვთო კანონს, ფრანგულ ენას, რუსულ ენას, გეოგრაფიას, ისტორიას, ხელსაქმეს, ხატვა[2]. გიმნაზიაში სწავლის ვადა იყო 8 წელი, 1910 წელს იგი გაზარდეს 9 წლამდე[4].

1921 წელს შენობაში გახსნეს ს. მარკოვის სახელობის პირველი რუსული პროფ. სასწავლებელი. 1930-იან წლებში ეს იყო კარლ მარქსის სახელობის სკოლა. 1943-1944 წლებში შენობაში განტავსებული იყო ჰოსპიტალი. 1947 წლამდე კი განთავსებული იყო სამხედრო დანაყოფი. მოგვიანებით შენობა გაარემონტეს და 1952 წელს გახსნეს სკოლა № 13[4].

არქიტექტურა

რედაქტირება

სამსართულიანი შენობა ნაგებია აგურით და აქვს მრავალფერდა სახურავი. მთავარ ფასადზე სამი მსხვილი რიზალიტია. ცენტრში მდებარეობს მთავარი შესასვლელი[1].

ცნობილი კურსდამთავრებულები

რედაქტირება

1902-1903 წლებში გიმნაზიაში სწავლობდა მწერალი მარიეტა შაგინიანი. ამის აღსანიშნავად 1986 წელს სკოლის ფასადზე დაკიდეს მემორიალური დაფა წარწერით[1]:

 
„ამ შენბაში 1902—1903 წწ. ქალთა გიმნაზიაში სწავლობდა მარიეტა შაგინიანი - მწერალი, სოციალისტური შრომის გმირი, ლენინის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1888—1982 წწ.)“

1904 წელს გიმნაზია წარმატებით დაასრულა საბინა შპილრეინ-შეფტელმა საბჭოთა ფსიქოანალიტიკოსმა და პედაგოგმა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Волошинова Л. Ф. Бульварная площадь. — Ростов-на-Дону: Донской издательский дом, 2001. — (Серия "Судьбы улиц, площадей, зодчих"). — ISBN 5-87-688-202-X.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6100032000
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Шулепова Э. А. Материалы свода памятников истории и культуры РСФСР. Ростовская область.. — М.: Изд-во НИИ культуры, 1990. — С. 24.
  2. 2.0 2.1 К. Жукова Последний звонок: цветы и напутствия депутатов // Вечерний Ростов. — 2012. — № 109.
  3. Кукушин B. C. Эклектика // История архитектуры Нижнего Дона и Приазовья. — Ростов-на-Дону: ГинГО, 1995. — 275 с. — ISBN 5-88616-027-2.
  4. 4.0 4.1 4.2 История лицея. Официальный сайт лицея № 13. ციტირების თარიღი: 2013-08-24.