ლიფუკა
ლიფუკა (ინგლ. Lifuka) — კუნძული ტონგის სამეფოს ჰააპაის კუნძულების ჯგუფში, წყნარ ოკეანეში. ადმინისტრაციულად კუნძული შედის ჰააპაის ოლქში.
მშობ. სახელი: ინგლ. Lifuka | |
---|---|
გეოგრაფია | |
19°47′56″ ს. გ. 174°21′24″ დ. გ. / 19.79889° ს. გ. 174.35667° დ. გ. | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები |
კოორდინატები: განედი არ არის მითითებული |
ფართობი | 11,42 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 14 მ |
ოლქი | ჰააპაის ოლქი |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 2410 (2011) |
სიმჭიდროვე | 211,033 ად. /კმ² |
გეოგრაფია
რედაქტირებაკუნძულის ფართობი შეადგენს 11,42 კმ²-ს. ბუნებრივი ტყეები ლიფუკას კუნძულზე არ არსებობს. ლიფუკას კუნძულის ირგვლივ არსებული კუნძულები ქმნიან კუნძულების ქვეჯგუფს ჰააპაის კუნძულების ჯგუფში.
ისტორია
რედაქტირებაკუნძული 1777 წელს აღმოაჩინა ინგლისელმა მოგზაურმა ჯეიმზ კუკმა. 1831 წლისთვის ლიფუკას მოსახლეობამ მიიღო ქრისტიანობა.
მოსახლეობა
რედაქტირება2011 წელს კუნძულის მოსახლეობის რაოდენობამ შეადგინა 2410 ადამიანი[1]. კუნძულის მთავარი დასახლებაა — ქალაქი პანგაი, რომელიც მდებარეობს კუნძულის დასავლეთ სანაპიროზე.