ლიტვის სახელმწიფოს წარმომადგენლობა და საკონსულო საქართველოში

ლიტვის სახელმწიფოს წარმომადგენლობა და საკონსულო საქართველოშილიტვის სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1918-1921 წლებში. მდებარეობდა თბილისში, ამჟამინდელი კოტე მარჯანიშვილის ქუჩაზე, N 45-ში.

ლიტვის სახელმწიფოს წარმომადგენლობის მემორიალური დაფა, კოტე მარჯანიშვილის 45-ში

დაფუძნდა 1918 წლის 30 აგვისტოს, როგორც ლიტვის სახელმწიფოს დროებითი წარმომადგენლობა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. მას ხელმძღვანელობდა პრანას დაილიდე. საქართველოს ხელისუფლება პატივისცემით ეკიდებოდა ლიტვის დროებით წარმომადგენლობას და მას შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა. ლიტვის რესპუბლიკის კონსულად საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაინიშნა პ. დაილიდე. 1921 წლის იანვრის მიწურულს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე-იურედ აღიარება დასავლეთ ევროპის წამყვან სახელმწიფოთა მხრიდან 6 თებერვალს ოფიციალურად მიულოცა ჩვენი ქვეყნის მთავრობას ლიტვის კონსულმა პ. დაილიდემ, რომელიც მთავრობის სასახლეში ნოე ჟორდანიას ეწვია.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, ლიტვის სახელმწიფოს წარმომადგენლობამ თბილისში საქმიანობა მცირე ხანს კიდევ განაგრძო. ლიტვის მთავრობამ თბილისში გამოგზავნა თავისი სრულუფლებიანი სავაჭრო წარმომადგენელი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯავახიშვილი ნ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 245.