ლისტერიოზი
ლისტერიოზი (ინგლ. Listeriosis) — ადამიანისა და ცხოველების ზონოზურ ინფექციური დაავადება. იწვევს მიკროორგანიზმი ლისტერია (listeria monocytogenes).[1] დაავადება სპონტანურად გვხვდება თითქმის ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც (გამოავლინეს 1971). ინფექციის წყაროა გარეული მღრღნელები და შინაური ცხოველები. ადამიანს ლისტერიოზი გადაედება დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტითა და საკვებით (თერმულად ნაკლებად დამუშავებული ხორცი, უმი რძე). ბაქტერიები ადამიანის სხეულში შეიჭრება ლორწოვანი გარსიდან და დაზიანებული კანიდან. ინკუბაციური პერიოდი 2-4 კვირა გრძელდება. ლისტერიოზის მიმდინარეობას მწვავე სეფსისის სახით - ახასიათებს ცხელება, ანგინა, თავის ტკივილი, სისუსტე, ლიმფური კვანძების გადიდება, სისხლში ლიმფომონოციტოზი და სხვა.
ლისტერიოზი | |
---|---|
დარგი | infectious diseases, obstetrics and gynaecology, ნეონატოლოგია, maternal-fetal medicine |
კლასიფიცირება და გარე წყაროები | |
DiseasesDB | 7503 |
ICD-10 | A32. |
ICD-9 | 027.0 |
MedlinePlus | 001380 |
eMedicine | eMedicine: med/1312 |
Patient UK | ლისტერიოზი |
დიაგნოზს ადგენენ კლინიკური სიმპტომების, ბაქტეროლოგიური და სეროლოგიური გამოკვლევების საფუძველზე. მკურნალობა - ანტიბიოტიკები. პროფილაქტიკა - პირადი ჰიგიენა, ხორცისა და რძის თერმული დამუშავება.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Ryan KJ; Ray CG (editors) (2004). Sherris Medical Microbiology, 4th, McGraw Hill. ISBN 0-8385-8529-9.