ლისაბონის ღამე
ლისაბონის ღამე (გერმ. Die Nacht von Lissabon) — ერიხ მარია რემარკის რომანი. იგი პირველად 1961 წელს გამოქვეყნდა ჟურნალში "Welt am Sonntag". ცალკეული გამოცემა მოხდა 1962[1] წელს. ეს არის ემიგრაციის, პაციფიზმის, ფაშიზმთან შეურიგებლობის, ტრაგიკული სიყვარულის ამბავი,სადაც ვერ შეხვდებით პოლიტიკურ ლოზუნგებსა და პათეტიკას.
„ლისაბონის ღამე“ | |
---|---|
Die Nacht von Lissabon | |
ავტორი | ერიხ მარია რემარკი |
ქვეყანა | გერმანია |
ენა | გერმანული |
ჟანრი | რომანი |
გამოცემის თარიღი | 1962 წელი |
სიუჟეტი
რედაქტირება1942 წელს პორტუგალიის დედაქალაქში ლისაბონში ახალგაზრდა კაცი ცდილობს იშოვოს ბილეთი, თავისთვის და თავისი ცოლისთვის -რუთისთვის, გემზე, რომელიც მეორე დღეს მიემგზავრება ამერიკაში. ისინი გერმანელი ემიგრანტები არიან, რომლებიც ნაცისტებისგან გარბიან. როდესაც მთავარი გმირი ფიქრებში გართული იყო მას მიუახლოვდა უცხო კაცი. გამოლაპარაკების შემდეგ ამ უკანასკნელმა შესთავაზა მას ბილეთები იმ გემზე, მაგრამ ერთი პირობით: მთელი ღამის მანძილზე რომანის მთავარ გმირს უნდა მოესმინა მისი ცხოვრების ისტორია. თავიდან მთხრობელი უარზე იქნება, თუმცა შემდეგ ცდუნებას ვერ გაუძლებს და დათანხმდება.