ლინეიკა — მრავალადგილიანი, გრძელი, ფართო, ოთხთვლიანი, რესორებიანი, 1 ან 2-ცხენიანი ღია ეტლი. ლინეიკა როგორც საქალაქო ტრანსპორტი, თბილისში გამოჩნდა XIX საუკუნის II ნახევარში. ლინეიკამ შეცვალა (ისევე როგორც ფაეტონმა) უფრო პატარა და ურესორო დროშკა. გამოიყენებოდა მგზავრთა გადასაყვანად და ბარგის გადასაზიდად. თბილისში შემორჩა XX საუკუნის შუა ხანებამდე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მახარაძე ნ., სარალიძე ა., „თბილისის საქალაქო ტრანსპორტის განვითარების ისტორიიდან“, „ტფილისის ჰამქარი“, 2012. — გვ. 10.