ლინდერჰოფის სასახლე
ლინდერჰოფის სასახლე (გერმ. Schloss Linderhof) მდებარეობს ბავარიაში, ობერამერგაუს მახლობლად. იგი აშენებულ იქნა ბავარიის მეფის ლუდვიგ II-ის ბრძანებით 1874-1878 წლებში.
ისტორია
რედაქტირებაუწინ სასახლის ადგილზე მდებარეობდა ბავარიის მეფეთა სანადირო სახლი, რომლის აღმოსავლეთ ფლიგელი ლუდვიგმა ჯერ კიდევ 1869 წელს შეაკეთებინა. 1871 წელს რესტავრაცია გაუკეთდა დასავლეთ ფლიგელსაც. 1874 წელს ლუდვიგმა სანადირო სახლი დღევანდელ სასახლის ადგილზე გადაატანინა და გენერალური რესტავრაციის შემდგომ სასახლედ გადააკეთებინა. სასახლის კომპლექსი შევსებულ იქნა ბაღით, შადრევნით, მავრიტანიული კიოსკით, მაროკოული სახლით, ვენერას მღვიმით და საძაღლეთი.
ლინდერჰოფის სასახლე ლუდვიგ II-ის სასახლეებიდან ყველაზე პატარაა და ერთადერთია, რომელიც დასრულებულ იქნა.
გალერეა
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Official homepage of Linderhof
- Linderhof Palace დაარქივებული 2016-11-11 საიტზე Wayback Machine.
- Photo Tour of Linderhof castle დაარქივებული 2009-02-02 საიტზე Wayback Machine. , more castle details.
- Linderhof tour review
- Photo Gallery of Linderhof დაარქივებული 2015-09-24 საიტზე Wayback Machine.