ლინდენი (გაიანა)

(გადამისამართდა გვერდიდან ლინდენი, გაიანა)

ლინდენი (ინგლ. Linden) ― ქალაქი გაიანაში, ზემო დემერარა-ბერბისის ადმინისტრაციული ცენტრი და ქვეყნის სიდიდით მე-2 ქალაქი. მდებარეობს მდინარე დამერარას ნაპირზე, გაიანას დედაქალაქ ჯორჯტაუნიდან 105 კმ-ის მანძილზე სამხრეთით.

ქალაქი
ლინდენი
ინგლ. Linden

ხედი მდინარე დამერარიდან
ქვეყანა გაიანის დროშა გაიანა
რეგიონი ზემო დემერარა-ბერბისე
კოორდინატები 6°00′00″ ჩ. გ. 58°18′00″ დ. გ. / 6.00000° ჩ. გ. 58.30000° დ. გ. / 6.00000; -58.30000
დაარსდა 1970 წელი
ცენტრის სიმაღლე 48
მოსახლეობა 27,277 კაცი (2012[1])
ლინდენი (გაიანა) — გაიანა
ლინდენი (გაიანა)

XX საუკუნემდე დღევანდელი ლინდენის ტერიტორიაზე დასახლებები არ არსებობდა. 1913 წელს ამერიკელმა გეოლოგმა ჯორჯ მაქენზიმ აქ ბოქსიტის ბუდობები აღმოაჩინა, რასაც დასახლების დარსება მოყვა.

ბოქსიტის კომერციული მოპოვება ლინდენში ასი წლის წინ დაიწყო. 1916 წელს შეიქმნა დემერარას ბოქსიტის კომპანია (DEMBA). მისი მიზანი ბოქსიტის მოპოვება, გადამუშავება და გაყიდვა იყო.[2]

1964 წელს სოფელ ვისმარში ეთნიკური უმცირესობების დევნა დაიწყო. 20-26 მაისის პერიოდში შეინიშნებოდა ფიზიკური ძალადობა უმცირესობების წინააღმდეგ.

1964 წლის 6 ივლისს, ჯორჯტაუნი-ლინდენის რეისზე მიმავალი საზღვაო ხომალდი "სონ ჩეპმენი" აფეთქდა და ჩაიძირა.[3] შედეგად 76 ადამიანიდან მხოლოდ 33 (მათ შორის მთლიანი ეკიპაჟი) გადარჩა.

ლინდენის სოციალურ-კულტურული მემკვიდრეობის მუზეუმი მდებარეობს ლინდენის ცენტრში. მუზეუმში წარმოდგენილია ლინდენის თემის კულტურისა და მემკვიდრეობის არტეფაქტები და სურათები.

  1. 2012 Census. ციტირების თარიღი: 19 August 2020
  2. Bauxite. Guyana Then And Now. ციტირების თარიღი: 2 December 2014
  3. "Remembering Son Chapman four decades later", Kaieteur News, Georgetown, 5 July 2009.