ლინდა სპილკერი

ამერიკელი პლანეტური მეცნიერი

ლინდა სპილკერი (ინგლ. Linda Spilker) — ამერიკელი პლანეტური მეცნიერი, NASA-ს მისია „კასინის“ პროექტის მეცნიერი.[1][2][3][4][5] მისი კვლევის ინტერესებს შორის არის სატურნის რგოლების ევოლუცია და დინამიკა.[6]

ლინდა სპილკერი
Linda Spilker
დაბ. თარიღი 1955
დაბ. ადგილი აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა ასტრონომი
მუშაობის ადგილი NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორია
ალმა-მატერი კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ფულერტონი);
კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ლოს-ანჯელესი);
კალიფორნიის უნივერსიტეტში (ლოს-ანჯელესი)
ჯილდოები NASA-ს გამორჩეული მუშაობის მედალი (2013);
NASA-ს ჯგუფური მიღწევების პრემია (2011, 2009, 2000, 1998, 1982–1989);
NASA-ს სამეცნიერო მიღწევის პრემია (1982)
სამეცნიერო სფერო პლანეტური მეცნიერება

1977 წელს სპილკერმა ფიზიკის ბაკალავრის ხარისხი კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ფულერტონი) მიიღო, 1983 წელს კი ფიზიკის მაგისტრის ხარისხი ამავე უნივერსიტეტში (ლოს-ანჯელესი). 1992 წელს, კალიფორნიის უნივერსიტეტში (ლოს-ანჯელესი) დაიცვა საიდოქტორო ნაშრომი თემაზე გეოფიზიკა და კოსმოსის ფიზიკა. 1977 წელს შეუერთდა NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიას, რომელიც იმ დროს „ვოიაჯერის“ მისიებზე მუშაობდა; ხომალდები იმავე წელს გაუშვეს.[7] 1990 წელს ის „კასინის“ მისიის მეცნიერი გახდა. 1997 წელს სპილკერი რედაქტორობდა NASA-ს პუბლიკაციას, რომელიც მისიის მემკვიდრეობას აჯამებდა.[8] 2010 წელს ის „კასინის“ მისიის პროექტის მეცნიერი გახდა — დაიკავა მთლიანი ჯგუფის სამეცნიერო კვლევების ხელმძღვანელის პოზიცია.[2][3][4][5][7]

ჯილდოები

რედაქტირება
  • NASA-ს გამორჩეული მუშაობის მედალი (2013)
  • NASA-ს ჯგუფური მიღწევების პრემია (2011, 2009, 2000, 1998, 1982–1989)
  • NASA-ს სამეცნიერო მიღწევის პრემია (1982)
  1. Linda Spilker.
  2. 2.0 2.1 „NASA's Cassini Begins Its Final Mission Before Self-Destruction“. NPR.org. April 5, 2017.
  3. 3.0 3.1 „NASA's Cassini Mission Conducts Daring Dive through Saturn's Rings“. Scientific American (ინგლისური). April 26, 2017.
  4. 4.0 4.1 „Saturn ruled this scientist's life for 40 years — here's why she needs NASA to go back after Cassini's death“. Business Insider (ინგლისური). September 17, 2017.
  5. 5.0 5.1 Kaplan, Sarah (September 14, 2017). „Cassini was the mission of a lifetime for this NASA scientist. Now she must say goodbye“. Washington Post.
  6. Meltzer, Michael (2015) The Cassini-Huygens Visit to Saturn: An Historic Mission to the Ringed Planet. Springer, გვ. 287. ISBN 978-3-319-07607-2. 
  7. 7.0 7.1 Linda Spilker, planetary scientist en.
  8. (1997) Passage to a ringed world : the Cassini-Huygens mission to Saturn and Titan. National Aeronautics and Space Administration SP-533.  დაარქივებული 2022-06-19 საიტზე Wayback Machine.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება