ლიზა ენი
ლიზა ენი (ინგლ. Lisa Ann; დ. 9 მაისი, 1972) — ამერიკელი პორნოვარსკვლავი. იგი პოპულარული გახდა მილფ კატეგორიით. ამ კატეგორიაში მან 11 ჯილდო მოიგო. ლიზა ენმა 16 წლის ასაკში სტრიპტიზი დაიწყო გამოგონილი სახელით. 1993 წელს კი, როდესაც იგი 21 წლის იყო, პორნოვარსკვლავი გახდა. 2014 წლის დეკემბერში, ლიზა ენმა შიდცის შიშით კარიერის დასრულება გადაწყვიტა, თუმცა 2007 წელს კვლავ დაბრუნდა პორნოინდუსტრიაში. მას თავის სფეროში 2007 წლიდან 2014 წლამდე 22 ჯილდო მოიგო. 2014 წელს ლიზამ კვლავ დაასრულა პორნოკარიერა, გაიკეთა მკერდის დაპატარავების ოპერაცია, თუმცა 2018 წლის იანვარში ის კიდევ ერთხელ დაუბრუნდა პორნოინდუსტრიას. გუგლის მონაცემებით 2012 წელს ინტერნეტში ლიზა 50 ყველაზე პოპულალურ ქალს შორის ერთ-ერთი იყო. ის იყო სერტიფიცირებული სტომატოლოგის ასისტენტი. 2014 წლის ოქტომბერში პაპარაცებმა ლიზა გამოიჭირეს 18 წლის ფეხბურთელ ჯასტინ ბრენტთან ერთად.
ლიზა ენი | |
ლიზა ენი 2014 წელს | |
დაბადების სახელი: | ლიზა ენ კორპორა |
---|---|
დაბადების თარიღი: | 9 მაისი, 1972 |
დაბადების ადგილი: | ისტონი, პენსილვანია, აშშ |
სიმაღლე: | 1.57 სმ |
წონა: | 52 კგ |
ოფიციალური საიტი |