ლივონიის ქრონიკები

ლივონიის ქრონიკები — აღმოსავლეთ ბალტიისპირეთის ქვეყნების ისტორიის მნიშვნელოვანი წყარო. უძველესია ჰაინრიხ ლატვიელის "ლივონიის ქრონიკა" (XIII საუკუნის I ნახევარი). XIII საუკუნის დამლევს შეადგინეს "გარითმული ქრონიკა", შემდეგ - ბ. ჰენკეს "ახალი გარითმული ქრონიკა" (XIV საუკუნის II ნახევარი), ბ. რუსოვის "ლივონიის პროვინციის ქრონიკა" (XVI საუკუნის II ნახევარი) და ი. რენერის "ლიფლანდიური ისტორიები" (XVI საუკუნის II ნახევარი). ამ ნაშრომებში ასახულია ლივონიის ორდენის არსებობის თითქმის მთელი პერიოდი. ეს არის გერმანელ რაინდთა და ლივონიის ორდენის აპოლოგია, მაგრამ მდიდარი და მრავალფეროვანი ფაქტობრივი მასალა უაღრესად ზრდის ლივონიის ქრონიკების, როგორც ისტორიული წყაროს მნიშვნელობას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება