ლიდიური დამწერლობა
ლიდიური დამწერლობა — ანბანი, რომელიც გამოიყენებოდა ლიდიური ენის ჩაწერისათვის. ასოები გარეგნულად ბერძნულს წააგავს, თუმცა, როგორც ჩანს, ლიდიური წარმოიქმნა ფინიკიური ანბანისგან ბერძნულის პარალელურად.
ადრეული ლიდიური ტექსტები ორივე მიმართულებით ჩაიწერებოდა — როგორც მარცხნიდან მარჯვნივ, ისევე მარჯვნიდან მარცხნივ. გვიანი ტექსტები იწერება მხოლოდ მარჯვნიდან მარცხნივ, ერთი ტექსტი ბუსტროფედონია. სიტყვები ერთმანეთისგან გამოიყოფა შუალედებით (ერთ-ერთ ტექსტში შუალედების ნაცვლად გამოიყენება წერტილები). ლიდიური დამწერლობის უნიკალურ განსაკუთრებულობას წარმოადგენს სამკუთხედის ფორმის ციტატის ნიშანი.
გაიშიფრა XX საუკუნის დასაწყისში მკვლევართა ჯგუფის მიერ რამდენიმე ბილინგვის არსებობის წყალობით. შედარებით დიდი წვლილი მიუძღვით გერმანელებს პაულ კალესა და ფერდინანდ ზომერს, იტალიელ პიერო მერიჯის[1].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Everson, Michael. (2006-02-05) Proposal to encode the Lycian and Lydian scripts in the SMP of the UCS (pdf). DKUUG Standardization. Danish Unix User Group (DKUUG). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-18. ციტირების თარიღი: 2008-03-18.
- Lydian Grammar დაარქივებული 2012-10-30 საიტზე Wayback Machine. by Cyril Babaev
- Lydian Language დაარქივებული 2008-09-14 საიტზე Wayback Machine.