ლიბიის გერბი
სამოქალაქო ომის შედეგად მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ლიბიას ამჟამად ოფიციალური სახელმწიფო გერბი არ აქვს. ეროვნული გარდამავალი საბჭოს მიერ 2011 წლის აგვისტოში მიღებული საკონსტიტუციო დეკლარაცია განსაზღვრავს ლიბიის დროშას, მაგრამ არაფერს ამბობს გერბის შესახებ.
სიმბოლო, რომელიც ოფიციალური მიზნებისათვის გამოიყენება, ლიბიის საკანონმდებლო ორგანომ — საყოველთაო ეროვნულმა კონგრესმა მიიღო. მასზე გამოსახულია ნახევარმთვარე და ვარსკვლავი, რომელსაც გარს წრიულად წაწერილი აქვს საყოველთაო ეროვნული კონგრესის სახელი არაბულ და ინგლისურ ენებზე. მას კონგრესის მიერ გამოცემულ დოკუმენტთა და კანონთა დასამოწმებლად იყენებებ.[1]
ასევე არსებობს სხვა სიმბოლოები, რომლებსაც პრემიერ მინისტრის ოფისი და სხვადასხვა სამთავრობო დეპარტამენტები იყენებენ. ამ გერბებზე როგორც წესი, ლიბიის დროშის ფონზე გამოსახულია ლიბიის რუკის კონტური და გარს წაწერილი აქვს შესაბამისი დეპარტამენტის დასახელება არაბულ ენაზე.[2]
გალერეა
რედაქტირება-
ლიბიის სამეფო გერბი 1952-1969 წლებში
-
ლიბიის არაბული რესპუბლიკა (1969-1972)
-
ლიბიის არაბული რესპუბლიკა არაბული რესპუბლიკების ფედერაციაში (1972-1977)
-
ხალხთა დიდი სოციალისტური ლიბიის არაბთა ჯამაჰირია (1977-2011)
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-23. ციტირების თარიღი: 2012-11-13.
- ↑ http://www.pm.gov.ly/