ლვოვის სასახლე
ლვოვის სასახლე (რუს. Львовский дворец) — ფსევდოგოთიკურ სტილში აგებული სასახლე დასახლება სტრელნაში, სანქტ-პეტერბურგის პეტროდვორცოვის რაიონში. არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, როგორც სანქტ-პეტერბურგის ისტორიული ცენტრი და მასთან დაკავშირებული ძეგლთა კომპლექსების ერთ-ერთი ნაგებობა.
ლვოვის სასახლე Львовский дворец | |
---|---|
კოორდინატები | 59°51′15″N 30°01′58″E / 59.854069° ჩ. გ. 30.032869° ა. გ. |
მდებარეობა | სტრელნა, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
არქიტექტორი | ა. კ. კოლმანი |
სტილი | ფსევდოგოთიკა |
თარიღდება | 1803 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ისტორია
რედაქტირებასასახლე ააშენეს 1838-1839 წლებში ვიქტორიანული გოთიკის არქიტექტურულ სტილში არქიტექტორ ა. კ. კოლმანის პროექტის მიხედვით, გენერალ-მაიორ პ. კ. ალექსანდროვ-უფროსისათვის, რომელიც იყო დიდი თავადის კონსტანტინე პავლეს ძის უკანონო შვილი. მისი გვარის მიხედვით კარ-მიდამომ მიიღო სახელწოდება ალექსანდროვკა. XX საუკუნის დასაწყისში სასახლე ეკუთვნოდა პირველი მფლობელის შვილიშვილს, თავად ა. დ. ლვოვს, სახანძრ საქმის ენთუზიასტს, რომელმაც ააგო სახანძრო დეპოს შენობა.
მეორე მსოფლიო ომის დროს სასახლე მვებარეობდა ოკუპირებულ მიწაზე და ნაწილობრივ დაინგრა.
სასახლის შენობის რესტავრაცია გაიმართა 1950-იან წლებში. 2013-2015 წლებში გაიმართა სასახლის განმეორებითი რესტავრაცია, რომლისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან გამოიყო 12 მლნ რუბლზე მეტი თანხა.
2013 წლის 17 აგვისტოს ლვოვის სასახლის წინ გაიხსნა თავად ალექსანდრე ლვოვის ძეგლი (მოქანდაკე ანატოლი ბლონსკი, არქიტექტორი ოლეგ ბუმაჟენკო)
ამჟამად სასახლეში განთავსებულია:
- დასახლება სტრელნის მუნიციპალური განათლების მუნიციპალური საბჭო.
- დასახლება სტრელნის მუნიციპალური განათლების ადგილობრივი ადმინისტრაცია.
- № 42 საბავშვო მუსიკალური სკოლა.
სასახლე შედგება ორი კორპუსისაგან, რომელიც დაკავშირებულია დახურული გალერეით.
ლიტერატურა
რედაქტირება- Зодчие Санкт-Петербурга. XIX — начало XX века / сост. В. Г. Исаченко; ред. Ю. Артемьева, С. Прохватилова. — СПб.: Лениздат, 1998. — 1070 с. — ISBN 5-289-01586-8.