ლე-ტარენტი
ლე-ტარენტი (ფრანგ. Le Tarent) — მთა ბერნის ალპების დასავლეთ ნაწილში, შვეიცარიის ვოს კანტონში. გადაჰყურებს სოფელ ლე–დიალბერეტს. ზღვის დონიდან 2 548 მ სიმაღლით, იგი კოლ-დიუ-პილონის უღელტეხილის ჩრდილოეთით მდებარე ქედის უმაღლესი მწვერვალია. მდებარეობს ბერნის კანტონის საზღვრის სიახლოვეს. შედგება რამდენიმე მწვერვალისგან.
ლე-ტარენტი | |
---|---|
კოორდინატები: 46°22′55″ ჩ. გ. 7°08′50″ ა. გ. / 46.38194° ჩ. გ. 7.14722° ა. გ. | |
ქვეყანა | შვეიცარია |
სიმაღლე | 2 548 მ |
ქედი | ბერნის ალპები |