ლეშუკოვაიას სახლი

ლეშუკოვაიას სახლი (რუს. Дом Лешуковой) — ძველი ერთსართულიანი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია რუსული პროვიმციული კლასიციზმის არქიტექტურულ სტილში.

ლეშუკოვაიას სახლი
რუს. Дом Лешуковой
კოორდინატები 47°12′29″N 38°56′45″E / 47.208106° ჩ. გ. 38.945823° ა. გ. / 47.208106; 38.945823
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
არქიტექტორი კონსტანტინ კუზმინოვი
ტიპი რუსული პროვინციული კლასიციზმი

მისამართი: როსტოვის ოლქი, ტაგანროგი, კომკავშირის ბულვარი № 37[1].

1860-იან წლებში სახლის მფლობელად ითვლებოდა ბარონი კარლ რეიკინგი. შემდეგი მფლობელი იყო იტალიის მოქალაქე პეტრ დე როსი. მას მეუღლესთან, ტერეზა ნიკოლოზის ასულთან 1873 წელს შეეძIნა ქალიშვილი მარია. დე როსის ოჯახი რუსეთში მეგობრობდა ვაჭარ ბაკლაჟოღლოსთან და მის ოჯახთან. დე როსები იყვნენ მათი შვილების, ნიკოლოზისა და მარიას, ნათლიები. პეტრე იაკობის ძე როსის მამა - იაკობ პეტრეს ძე როსი იყო იტალიის ვიცე-კონსული, მისი ძმა ვიქტორ იაკობის ძე დე როსი კი 1872 წელს დაქორწინდა აზოველ მეშნანინზე ულიანა ანდრეის ასულ ანდროპოვაზე[2].

1873 წლიდან 1880 წლამდე პერიოდში სახლი ეკუთვნოდა მეშჩანინ კონსტანტინე კუზმინოვს[1]. 1880-იანი წლების შუა პერიოდში[2] (სხვა მონაცემებით - 1890 წელს) სახლის ახალი მფლობელი გახდა შტაბს-კაპიტანის მეუღლე ვერა სოლტანოვა. 1898 წლიდან 1906 წლამდე სახლი იყო თავად ალექსანდრე ივანეს ძე კორობინის პირადი კუთვნილება. 1915 წელს სახლში იმყოფებოდა ქვრივ ელიზაბეტა ლეშუკოვაიას კუთვნილებაში[1].

კუთხის ერთსართულიანი სახლი აგებულია რუსული პროვინციული კლასიციზმის არქიტექტურულ სტილში. კედლები შელესილია. კარნიზი გაფორმებულია სუხარიკებით. ცოკოლის სართულზე ოთხი ფანჯარაა, ცენტრალურ ფასადზე ფანჯრები გაფორმებულია სანდრიკებით და კრონშტეინებით.

დაწყვილებული პილასტრები წარმოდგენილია დორიულ სტილში. ფანჯრისქვეშა კარნიზები შემკულია ორნამენტებით. ისინი ფასადს ყოფენ სამ სხვადასხვა ზომის ნაწილად[1].

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Лешуковой дом//Энциклопедия Таганрога
  2. 2.0 2.1 Дом 37. Исторический бульвар. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-21. ციტირების თარიღი: 2017-03-23.