ლეტრიზმი
ლეტრიზმი — ლიტერატურული მიმდინარეობა, რომელიც ჩამოყალიბდა 1945 წელს საფრანგეთში. მის ფუძემდებლად ითვლება იზიდორ იზუ.
ლეტრიზმი ინტერესდება ბგერების პოეტიკით, ონომატოპეებით, ბგერათა შემთხვევითი, მაგრამ მუსიკალური განლაგებით. მისთვის მეორეხარისხოვანია აზრი. ლეტრიზმი არ უპირისპირდება სიურეალიზმს, არამედ მიზნად ისახავს გააგრძელოს ის, რაც სიურეალისტებმა წამოიწყეს: კაპიტალიზმის წყალობით დამკვიდრებული ცხოვრების წესისადმი გათავისუფლებული მეტყველების მთელი შესაძლებლობების დაპირისპირება.
ლეტრიზმმა ხელოვნების ყველა დარგში შეაღწია, მათ შორის კინემატოგრაფიაში, ცეკვასა და მხატვრობაში. ლეტრიზმი უარყოფს მეტყველების ორგანიზაციის ყველანაირ კრიტერიუმს, რამაც გამოიწვია ფორმალური ჩიხი, ერთგვარი ელიტიზმი, რომელსაც ზოგჯერ დიქტატორულსაც კი ეწოდებდნენ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ლეტრისტული ტექსტები[მკვდარი ბმული]
- ოფიციალური ლეტრისტული საიტი დაარქივებული 2010-05-14 საიტზე Wayback Machine.
- ლეტრიზმის, ხმოვანი და გრაფიკული პოეზიის ხერხები დაარქივებული 2006-10-05 საიტზე Wayback Machine.